რას იზამს გიორგი ვარდოსანიძე, თუ სალომე ჭაჭუა დაშორდება

რას იზამს გიორგი ვარდოსანიძე, თუ სალომე ჭაჭუა დაშორდება

რუბ­რი­კა "ფსი­ქოს" სტუ­მა­რი მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე­ა.

- გი­ორ­გი, რა სი­ახ­ლე­ე­ბია შენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში?

- თე­ატ­რში ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის ვემ­ზა­დე­ბით, ასე­ვე ვმუ­შა­ობთ ახალ სპექ­ტაკ­ლზე და ვილ­ნი­უს­ში მივ­დი­ვართ სა­გას­ტრო­ლოდ, "მაკ­ბე­ტი" უნ­და წარ­მო­ვად­გი­ნოთ. თე­ატ­რი არის ჩე­მი ცხოვ­რე­ბის აზ­რი, ვგიჟ­დე­ბი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ალ "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" გა­მიც­ნო, რო­მელ­შიც ლე­ვა­ნიე ხო­მე­რი­კის რო­ლი გან­ვა­სა­ხი­ე­რე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, და­ა­ვიწყ­და ხალხს ლე­ვა­ნიე ხო­მე­რი­კი და ასე აღარ მე­ძა­ხი­ან ქუ­ჩა­ში. ახ­ლა ახალ სე­რი­ალ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ და შე­იძ­ლე­ბა გოგ­სი­კა და­მი­ძა­ხონ. სე­რი­ა­ლი "კოქ­ტე­ი­ლი" "კო­მე­დი არ­ხზე" გა­დის, სა­დაც ედი­შერ გოგ­სა­ძის რო­ლი მაქვს, რო­მე­ლიც მე­ქალ­თა­ნეა და ცო­ტა გი­ჟი. ყვე­ლას ვურ­ჩევ, უყუ­როს.

- ამ­ბო­ბენ, რომ ცხოვ­რე­ბა­შიც მე­ქალ­თა­ნე ხარ...

- არ ვარ მე­ქალ­თა­ნე და არა მგო­ნია, ხალ­ხი ასე ფიქ­რობ­დეს.

- მოგ­წონს გა­და­ცე­მა "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გე", რომ­ლის წამ­ყვა­ნიც შენ ხარ?

- წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში პირ­ვე­ლად ვარ. "კო­მე­დი გრუპ­მა" ხელ­გაშ­ლი­ლად მი­მი­ღო, რის­თვი­საც მა­თი მად­ლო­ბე­ლი ვარ. ვერ ვიტყ­ვი, კარ­გი წამ­ყვა­ნი ვარ­-მეთ­ქი, მაგ­რამ არა­ფერს ვა­ფუ­ჭებ. კი­დევ კარ­გი, მე არ ვარ ჟი­უ­რი­ში, თო­რემ "რუს­თა­ვი 2"-ს გა­ვა­კოტ­რებ­დი.

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გოგონა გყავს, ალ­ბათ ყვე­ლა ცდი­ლობს არა­ორ­დი­ნარუ­ლო­ბით მო­გა­წო­ნოს თა­ვი, მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი არ არის?

- ვი­თომ ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მყავს?

- ფაქ­ტი­ა, რომ ასეა და შენც იცი ეს.

- ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა ჩემს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვი­საც ვუყ­ვარ­ვარ. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავს, სა­სი­ა­მოვ­ნოა და არ მბეზ­რდე­ბა, დი­დი სტი­მუ­ლია ჩემ­თვის.

- ბო­ლო დროს დი­დი აგ­რე­სია გა­მო­იწ­ვია შე­ნი და სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბის გახ­მა­უ­რე­ბამ, "ფე­ის­ბუქ­ზე" სტა­ტუ­სიც და­წე­რე, რომ თა­ვა­დაც გა­ღი­ზი­ან­დი ამ შე­ფა­სე­ბე­ბით...

- ყვე­ლას აქვს აზ­რის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ ფორ­მას გა­აჩ­ნი­ა. რო­ცა აგ­რე­სი­ას ვხე­დავ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქარ­თვე­ლი კა­ცი ვხდე­ბი. სხვის სა­ხელს ამო­ფა­რე­ბუ­ლი რომ მა­ყე­ნე­ბენ შე­უ­რაცხ­ყო­ფას, ვღი­ზი­ან­დე­ბი. ყვე­ლამ თა­ვის პი­რადს მი­ხე­დოს.

- თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობ?

- ხუ­თი­ან­ზე მაქვს ყვე­ლა­ფე­რი.

- მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩიმ რომ დაგ­პა­ტი­ჟოს ყა­ვის და­სა­ლე­ვად, უარს ეტყ­ვი?

- თუ იქ­ნე­ბა საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რა, დავ­თან­ხმდე­ბი. ისე, მაგ სპორტს და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვეა აღარ მივ­დევ. ერ­თა­დერ­თი სპორ­ტი და გა­სარ­თო­ბი მაქვს და ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ თავს.

- კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი რომ იყო, პირ­ველ რიგ­ში რას გა­ა­კე­თებ?

- პირ­ველ რიგ­ში კულ­ტუ­რუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, ასე­ვე კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს გავ­მარ­თავ­დი მთელ ქვე­ყა­ნა­ში, ჩემს სა­დარ­ბა­ზო­ში, ჩემს ეზო­ში, უბან­ში და ა.შ.

- პრე­ზი­დენ­ტის ამ­პლუ­ა­ში წარ­მო­გიდ­გე­ნია სა­კუ­თა­რი თა­ვი?

- სა­ში­ნე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ნე­ბო­დი. მთე­ლი ქვეყ­ნის საჭ­მე­ლი ჩემს ეზო­ში იქ­ნე­ბო­და. ვიქ­ნე­ბო­დი უხა­სი­ა­თო, ტი­რა­ნი, ეგო­ის­ტი, დამ­პა­ლი. ჩე­მი პრე­ზი­დენ­ტო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა (ი­ცი­ნის). მა­ცა­დეთ რა­საც ვა­კე­თებ. ფან­ტა­ზი­ის დო­ნე­ზეც ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია სხვა საქ­მის კე­თე­ბა.

- ერთ დღეს სა­ლო­მემ რომ გითხ­რას აღარ მიყ­ვარ­ხა­რო, რა რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- სა­ლო­მემ რომ მითხ­რას აღარ მიყ­ვარ­ხა­რო, ამას იუ­მო­რით შევ­ხე­დავ, მაგ­რამ ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად გა­მო­მი­ვა. ვეც­დე­ბი გა­ვი­გო (ი­ცი­ნის).

- რას აჩუ­ქებ­დი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს?

- ჩემს პი­რად სა­ფუ­ლეს, რა­ღა­ცე­ბი რომ ჩა­მი­დოს (ი­ცი­ნის). სხვა რა უნ­და ვა­ჩუ­ქო, მას ყვე­ლა­ფე­რი აქვს.

- რამ­დე­ნი გინ­და ფუ­ლი?

- რამ­დე­ნიც ჩა­ე­ტე­ვა იმ­დე­ნი ჩა­დეთ, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, თუნ­დაც სა­ფუ­ლე გა­ი­ხეს (ი­ცი­ნის).

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება