სალომე გოგიაშვილი ავი თვალის შიშით ორსულობას მალავდა

სალომე გოგიაშვილი ავი თვალის შიშით ორსულობას მალავდა

სალომე გოგიაშვილი ხუთი თვის ფეხმძიმეა. აქამდე ორსულობაზე საჯაროდ ლაპარაკი არ უნდოდა, რადგან ავი თვალის ეშინია, თუმცა ამის მიუხედავად, არასდროს ერიდება საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას და ''ფეისბუქის'' კედლებზე არაერთხელ გვინახავს მისი ღია კონფრონტაცია ალინა არველაძესთან, თიკო სადუნიშვილთან... წინა კვირას ამ სიას ნინა წკრიალაშვილიც დაემატა. სალომე ამ თემაზე საბოლოოდ საუბრობს. ჩვენი რესპონდენტი ადამიანთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც ადვილად არაფერს აპატიებენ...

- ჩემი ორსულობის მეხუთე თვე დაიწყო. აქამდე საჯაროდ ვერიდებოდი ლაპარაკს ამ თემაზე, რადგან ძალიან მჯერა ცუდი თვალის არსებობის. ამ ჯანდაბა ინტერნეტსივრცეში ყველაფერი ითქმის და იწერება. ამდენი გამწარებული ხალხი არსად მინახავს. კარგად მყოფი ადამიანების მიმართ ცუდი ემოციები აქვთ და არ მინდოდა, რომ იმ პერიოდში, როცა ბავშვი ყალიბდებოდა, ორსულობაზე ღიად მელაპარაკა. ჩემთან დაკავშირებით ხშირად ვკითხულობ ხოლმე, მაგას რა უჭირს, კიდევ გათხოვდებაო და ვერ ვხვდები, რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება. ქმარი არავისთვის წამირთმევია და არც არავისი ოჯახი დამინგრევია და ნებისმიერ ქალს შეუძლია, თუ მოინდომებს, გათხოვდეს და ოჯახი ააწყოს. ვხვდები, რომ საერთოდ არაფერზე ლაპარაკი აღარ ღირს. პირდაპირ ჩემთან ასეთი რეპლიკები და კომენტარები არ მოსულა, ასეთ კომენტარებს, ჩემი აზრით, უსაქმურები წერენ. არანორმალური უნდა იყო, ახალნამშობიარებ ან ორსულ ქალზე საზიზღრობები წერო, აი, შორს რომ არ წავიდეთ, რაც ნინი ბადურაშვილს დაემართა. რაიმე ცუდს რომ იტყვი ადამიანზე და ეს გსიამოვნებს, ნორმალურიც არ ხარ. ყველა ცნობილი ადამიანის ინტერვიუს ქვეშ ლანძღვა-გინებაა,  ერთიც ვერ ნახე, ვისზეც კარგი ეწერა რაიმე. საერთოდ, ვინმე თუ უყვართ, მაინტერესებს. გამოიკვეთა, რომ უსაქმური ადამიანების უმეტესობა, დაბოღმილი, შეუმდგარი ხალხი წერს კომენტარებს.

- შენს ორსულობას დავუბრუნდეთ. მესამე შვილს ელოდები, მეუღლესთან, ვახო ნიკოლაიშვილთან ეს პირველი შვილი იქნება...

- სიახლე ისაა, რომ მივხვდი, კაცთან ერთად შეიძლება კომფორტულად იცხოვრო. აღმოვაჩინე, რომ ჩვენს დედაქალაქში კაცებიც არსებობენ (იცინის). აღმოვაჩინე ისიც, რომ ადამიანმა შეიძლება ისე იზრუნოს შენს შვილებზე, რომ ნამდვილ მამად იქცეს. მაშკას თავის მამასთან გადასარევი ურთიერთობა აქვს და არაფერი მაქვს საწუწუნო, მაგრამ ციბუკა ვახოს შვილია. გადავწყვიტეთ, რომ ციბუკა გახდეს ფეხბურთელი. დღეს ვახო თავისი ინიციატივით ადგა, წავიდა და ციბუკას ყველაფერი შეუძინა, რაც ფეხბურთელს სჭირდება. აღმოვაჩინე ისიც, რომ თურმე ამ ასაკში ყველაზე კარგია ოჯახის შექმნა. სამი წელიწადია, გათხოვილი ვარ, ახლა 30-ის გახლავართ და სულ სხვანაირად ვაფასებ ოჯახურ სითბოს, კომფორტს. დეტალებს, რაზეც ათი წლის წინ ნერვები მომეშლებოდა, ახლა ყურადღებას აღარ ვაქცევ. მზად ვარ, ქმრის გამო დათმობებზე წავიდე, ბევრი რამ გავატარო. როცა გამოუცდელი ხარ, ბევრ რაღაცაზე ამახვილებ ყურადღებას და მერე იმიტომ ინგრევა ამდენი ოჯახი...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება