მადონა გააუპატიურეს

მადონა გააუპატიურეს

55 წლის მომღერალმა მადონამ ჟურნალ Harper's Bazaar-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა. ნოემბრის თვის გამოცემაში ვარსკვლავმა აღიარა, რომ როცა ნიუ-იორკში პირველად ჩავიდა, გააუპატიურეს და მიუხედავად წარმატებული კარიერისა, ეს საშინელი მომენტი არასდროს დავიწყებია.

"ნიუ-იორკში ოცნებების ასასრულებლად 19 წლის ასაკში ჩამოვედი. უცნობმა ადამიანმა დანის მუქარით სახურავზე ამათრია და გამაუპატიურა. ძალიან შეშინებული და დამცირებული ვიყავი. ჩამოვედი უცხო ქალაქში და ჯიბეში მხოლოდ 35 დოლარი მქონდა.

თინეიჯერობაში ბევრი მეგობარი არასდროს მყოლია. თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ამ ყველაფერში დადებითს ვხედავ, მაშინ უკეთ შემეძლო მომავალი თავად დამეგეგმა, რადგანაც პოპულარული არ ვიყავი", - განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.

იხილეთ ფოტოგალერეა: მადონას პიკანტური ფოტოები (13 ფოტო)

მომზადებულია Harper's Bazaar-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება