რას ურჩევს რეზო გიგინეიშვილი საქართველოში მიმავალ ტურისტებს

რას ურჩევს რეზო გიგინეიშვილი საქართველოში მიმავალ ტურისტებს

რუსეთის ტელეარხ "ეს-ტე-ეს"-ზე სექტემბრის შუა რიცხვებში აიღო სტარტი სერიალმა "უკანასკნელი მოჰიკანი". მისი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილია, ფილმის სიუჟეტის ცენტრში კი მოსკოვში მცხოვრები რუსულ-სომხური ოჯახის ურთიერთობებია.

- ფილმში დიდი ოჯახის ამბებია მოთხრობილი. თქვენც დიდ ოჯახში გაიზარდეთ, როგორც "უკანასკნელი მოჰიკანის" პერსონაჟები?

- მე ახლაც დიდი ოჯახი მაქვს! ჩვენს სახლში ყოველთვის ხალხმრავლობაა. მაგალითად, როცა მე და ჩემი ცოლი თბილისში ჩავფრინდებით ხოლმე, მამაჩემთან ყოველთვის იკრიბებიან ნათესავები და მეგობრები. მრგვალ მაგიდას შემოვუსხდებით და ვმღერით, ვსაუბრობთ, ვფილოსოფოსობთ. განვიხილავთ, რა ხდება მოსკოვში, როგორ მიედინება ცხოვრება საქართველოში. ჩემთვის ეს ფსიქოთერაპიასავით არის. გარდა ამისა, ფილმის მთავარ გმირს იმითაც ვგავარ, რომ მეც მოსკოვში ვცხოვრობ რუს ცოლთან ერთად და სერიალში ძირითადად ისეთ თემებზე გვაქვს აქცენტები, რაც სავსებით რეალისტურია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება