Facebook-ში კოცნის ფოტოს გამოქვეყნებისთვის მოზარდები დააპატიმრეს

Facebook-ში კოცნის ფოტოს გამოქვეყნებისთვის მოზარდები დააპატიმრეს

მაროკოში პოლიციამ მოზარდები დააკავა, რომლებმაც Facebook-ში მათი კოცნის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნეს.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Rif-ის განცხადებით, დაპატიმრებულები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ნადორში სწავლობენ. დაკავების მიზეზად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა დასახელდა.

მოზარდების დაკავებამ ადგილობირვი მოსახლეობის აღშფოთება გამოწვია. არასრულწლოვან კანონდამრღვევთა ციხესთან მჯდომარე აქცია მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ბევრმა მაროკოელმა მოზარდმა პროტესტის ნიშნად საკუთარი Facebook-ის გვრედებზე კოცნის ფოტოები გამოაქვეყნა.

ადგილობრივმა მთავრობამ დაპატიმრების ფაქტი დაადასტურა, მაგარამ კომენტარზე უარი განაცხადა. 11 ოქტომბერს მოზარდები სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ.

მოროკოში, სადაც სახელმწიფო რელიგია სუნიტური ისლამია, ქორწინების გარეშე ურთიერთობა უაკანონოდ მიიჩნევა და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომზადებულია France Presse-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა