ორსული სალომე გოგიაშვილი ბიზნესის წამოწყებას აპირებს

ორსული სალომე გოგიაშვილი ბიზნესის წამოწყებას აპირებს

სალომე გოგიაშვილი ხუთი თვის ფეხმძიმეა. აქამდე ორსულობაზე საჯაროდ ლაპარაკი არ უნდოდა, რადგან ავი თვალის ეშინია, თუმცა ამის მიუხედავად, არასდროს ერიდება საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებას და ''ფეისბუქის'' კედლებზე არაერთხელ გვინახავს მისი ღია კონფრონტაცია ალინა არველაძესთან, თიკო სადუნიშვილთან... წინა კვირას ამ სიას ნინა წკრიალაშვილიც დაემატა. სალომე ამ თემაზე საბოლოოდ საუბრობს. ჩვენი რესპონდენტი ადამიანთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც ადვილად არაფერს აპატიებენ...

- ჩემი ორსულობის მეხუთე თვე დაიწყო. აქამდე საჯაროდ ვერიდებოდი ლაპარაკს ამ თემაზე, რადგან ძალიან მჯერა ცუდი თვალის არსებობის. ამ ჯანდაბა ინტერნეტსივრცეში ყველაფერი ითქმის და იწერება. ამდენი გამწარებული ხალხი არსად მინახავს. კარგად მყოფი ადამიანების მიმართ ცუდი ემოციები აქვთ და არ მინდოდა, რომ იმ პერიოდში, როცა ბავშვი ყალიბდებოდა, ორსულობაზე ღიად მელაპარაკა. ჩემთან დაკავშირებით ხშირად ვკითხულობ ხოლმე, მაგას რა უჭირს, კიდევ გათხოვდებაო და ვერ ვხვდები, რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება. ქმარი არავისთვის წამირთმევია და არც არავისი ოჯახი დამინგრევია და ნებისმიერ ქალს შეუძლია, თუ მოინდომებს, გათხოვდეს და ოჯახი ააწყოს. ვხვდები, რომ საერთოდ არაფერზე ლაპარაკი აღარ ღირს. პირდაპირ ჩემთან ასეთი რეპლიკები და კომენტარები არ მოსულა, ასეთ კომენტარებს, ჩემი აზრით, უსაქმურები წერენ. არანორმალური უნდა იყო, ახალნამშობიარებ ან ორსულ ქალზე საზიზღრობები წერო, აი, შორს რომ არ წავიდეთ, რაც ნინი ბადურაშვილს დაემართა. რაიმე ცუდს რომ იტყვი ადამიანზე და ეს გსიამოვნებს, ნორმალურიც არ ხარ. ყველა ცნობილი ადამიანის ინტერვიუს ქვეშ ლანძღვა-გინებაა, ერთიც ვერ ნახე, ვისზეც კარგი ეწერა რაიმე. საერთოდ, ვინმე თუ უყვართ, მაინტერესებს. გამოიკვეთა, რომ უსაქმური ადამიანების უმეტესობა, დაბოღმილი, შეუმდგარი ხალხი წერს კომენტარებს.

- შენს ორსულობას დავუბრუნდეთ. მესამე შვილს ელოდები, მეუღლესთან, ვახო ნიკოლაიშვილთან ეს პირველი შვილი იქნება...

- სიახლე ისაა, რომ მივხვდი, კაცთან ერთად შეიძლება კომფორტულად იცხოვრო. აღმოვაჩინე, რომ ჩვენს დედაქალაქში კაცებიც არსებობენ (იცინის). აღმოვაჩინე ისიც, რომ ადამიანმა შეიძლება ისე იზრუნოს შენს შვილებზე, რომ ნამდვილ მამად იქცეს. მაშკას თავის მამასთან გადასარევი ურთიერთობა აქვს და არაფერი მაქვს საწუწუნო, მაგრამ ციბუკა ვახოს შვილია. გადავწყვიტეთ, რომ ციბუკა გახდეს ფეხბურთელი. დღეს ვახო თავისი ინიციატივით ადგა, წავიდა და ციბუკას ყველაფერი შეუძინა, რაც ფეხბურთელს სჭირდება. აღმოვაჩინე ისიც, რომ თურმე ამ ასაკში ყველაზე კარგია ოჯახის შექმნა. სამი წელიწადია, გათხოვილი ვარ, ახლა 30-ის გახლავართ და სულ სხვანაირად ვაფასებ ოჯახურ სითბოს, კომფორტს. დეტალებს, რაზეც ათი წლის წინ ნერვები მომეშლებოდა, ახლა ყურადღებას აღარ ვაქცევ. მზად ვარ, ქმრის გამო დათმობებზე წავიდე, ბევრი რამ გავატარო. როცა გამოუცდელი ხარ, ბევრ რაღაცაზე ამახვილებ ყურადღებას და მერე იმიტომ ინგრევა ამდენი ოჯახი...

- მეუღლე ახლა ალბათ განსაკუთრებულად ზრუნავს შენზე...

- ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. არის სიურპრიზებიც, საჩუქრებიც, მაგრამ არ დავაკონკრეტებ, რადგან მგონია, რომ ხალხს ესეც გააღიზიანებს. ყველა ნორმალური ქმარი ორსულ ცოლს გაცილებით დიდ ყურადღებას უთმობს, თუმცა ისე ჩვეულებრივად მიდის ჩემი ორსულობა, პირველ პერიოდს არ ვგულისხმობ, რომ ზოგჯერ გვავიწყდება, ფეხმძიმედ რომ ვარ (იცინის). არ არსებობს, რაიმე დამჭირდეს, მოვითხოვო და ვახომ არ შემისრულოს. როგორც მამა, ისე მივლის. მხოლოდ ქმარი არ არის ჩემთვის. რაიმე თბილი ხომ არ გიყიდოო, იმ დღეს მკითხა. ძალიან ხშირად ყიდულობს ჩასაცმელს. ახლახან სლოვენიაში წავიდა შვილთან ერთად და იქიდან მეკითხებოდა, საორსულო კაბის ყიდვა მინდაო. მირეკავდა და ინტერნეტი რადგან არ იყო, ვერ მაჩვენებდა, რის ყიდვას აპირებდა, ამიტომაც იქ არაფერი უყიდია და აქ შეიძინა. მის გემოვნებას აბსოლუტურად ვენდობი.

- შვილს რომ გააჩენ და წამოიზრდება, სახლში უნდა იჯდე თუ რაიმეს გეგმავ?

- კიდევ ვაპირებ შვილის გაჩენას (იღიმის). ბოლო შანსი მაქვს, რადგან რაც ასაკი გემატება, უფრო მეტად გეზარება კიდევ გაჩენა. თუმცა ამის მიუხედავად, ვფიქრობ სამსახურზეც, რადგან ზოგადად უსაქმურად არასდროს ვარ. გადავწყვიტე, დავიწყო პირადი საქმე, ბიზნესი, რომელიც ჩაცმა-დახურვას უკავშირდება. ამაში ჩემი მეუღლე დამეხმარება. ჩემს მეგობართან ერთად გავაკეთებ ბრენდს, რომელიც ნებისმიერი, საშუალო ფენის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მინდა გადავერთო სხვა საქმეზე, რადგან ვიცი, ტელევიზიით შორს ვერ წავალ. ამ სფეროში არაფერი არ ვითარდება, რაც უნდა გააკეთო, მაინც ნეგატიური გამოხმაურება აქვს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება