ნინო ჩხეიძე და გია სურამელაშვილი დუეტს წერენ

ნინო ჩხეიძე და გია სურამელაშვილი დუეტს წერენ

ნინო ჩხეიძე თავის თაყვანისმცემლებს დიდ სიურპრიზს ჰპირდება - დუეტს გია სურამელაშვილთან ერთად. მანამდე კი დაელოდება, როდის წარდგება მისი ახალი თანამეწყვილე "ცეკვავენ ვარსკვლავების" მაყურებლის წინაშე.

ნინოს ახლად გამოსული ალბომის შესახებ ვკითხეთ, ასევე დავინტერესდით, რატომ აღარ არის "ახალი ხმის" ჟიურიში.

- რატომ აღარ ჩანხარ პრესით, ტელევიზიით? არადა, შენი ალბომი გამოვიდა.

- პირველი ალბომის შემდეგ არც ერთი ჩემი ალბომი არ გაყიდულა ასეთი დიდი წარმატებით. მეც და სტუდიაც, რომელმაც ეს ალბომი გამოსცა, გაოცებულები ვართ, რადგან არ მეგონა, დღევანდელ დღეს ალბომები კიდევ თუ იყიდებოდა. თანაც, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს უყვარხარ და ესეც გამიხარდა (იღიმის).

- ალბომის კარგად გაყიდვა საქართველოში რას ნიშნავს?

- ვთქვათ, გარკვეულ ტირაჟს უშვებ. თუკი ის მალე დამთავრდება და დამატებას რამდენჯერმე გთხოვენ, ე.ი. წარმატებულია. ხშირად გვირეკავენ დისკების დამატების თხოვნით. ჩემი მენეჯერი და სტუდია ერთად აკონტროლებენ ამ გაყიდვებს, არ გამოვრიცხავ, რომ იყოს მეკობრული ვარიანტები, თუმცა არ მიძებნია. ალბომი არც ისე ძვირია, რომ ადამიანმა ვერ შეიძინოს.

- კლიპის გადაღებას გეგმავ? ამას წინათ შოუბიზნესის წევრები ამ სფეროს უმოქმედობაზე წუწუნებდნენ.

- კლიპის გადაღებას ვაპირებ. მაქვს ტელევიზია "აფხაზეთის ხმა" , რომელიც მინდა, მუსიკალურ არხად გარდავქმნა. ჩემს კოლეგებს სულ ვეუბნები, რომ მომიტანონ, რა ვიდეორგოლებიც აქვთ. სულ არის წუწუნი იმაზე, რომ არ არსებობს მუსიკალური არხი. აი, ვაკეთებ და ახლა აღმოჩნდა, რომ მასალა, რომელიც სტანდარტებს შეესაბამება, ბევრი არ არის, ეთერს ვერ შეავსებს. ჩემი ალბომიდან რამდენიმე სიმღერაზე გადავიღებ არცთუ მაღალბიუჯეტიან ვიდეორგოლებს და დავატრიალებ ჩემს არხზე. იმედი მაქვს, ჩემი კოლეგებიც შეეცდებიან კლიპების გადაღებას და ამყვებიან, რომ შოუბიზნესი ავამოქმედოთ. მეორე მხრივ, შოუბიზნესის სხვა წევრებს იმაში ვეთანხმები, რომ კლიპების წარსადგენად სივრცე არ გვაქვს. რაც უნდა მოთხოვნადი იყო, რადიო, ტელევიზია მომღერლის პოპულარობისთვის აუცილებელია. კიდევ მაქვს გეგმები, რომლებიც შოუბიზნესის ამოძრავებას შეუწყობს ხელს და ვნახოთ, როგორ გამოვა.

- არის უმოქმედობა ამ სფეროში?

- არის. თავიდან მეგონა, მე ხომ არ ვარ მოდუნებული-მეთქი, მაგრამ ეს სფერო გაჩერებულია იმ თვალსაზრისით, რომ ვინც აქტიურობდა, ცნობილი მომღერლები, ისინი ნაკლებად აქტიურები გავხდით, თორემ არიან უცნობი სახეები, რომლებიც მუშაობენ, მოაქვთ რადიოში სიმღერები. არის ბევრი ახალი ჩანაწერი და როცა ამას ვუყურებ, მეც მიჩნდება გააქტიურების სურვილი, თუმცა მაინც მიჩუმათებულები ვართ ჯერჯერობით.

- ტელეეთერში ნაკლებად ჩნდები, ეს შენი გადაწყვეტილებაა?

- პრესასთან მართლა არანაირი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ყოველკვირა მოგზაურობასა და სამოსზე ლაპარაკი, რაზეც 8 წელია ვსაუბრობ, არა მგონია, გამართლებული იყოს. თუკი რაიმე სიახლე მაქვს, სიამოვნებით ვკონტაქტობ ჟურნალისტებთან. გამორჩეულად მიყვარს თქვენი ჟურნალი. ზოგადად მირჩევნია, ისეთ ჟურნალისტს მივცე ექსკლუზივი, რომელიც ვიცი, სწორად დაწერს ყველაფერს.

რაც შეეხება ტელევიზიებს, "რუსთავი 2" -ს არ ვგულისხმობ, სადაც "პროფილში" პრემიერას შემოგთავაზებთ მალე, მაგრამ სხვა არხებიდან ახალი სეზონის დაწყების შემდეგ არანაირი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მქონია.

- "ახალ ხმაში" ზოგადად პირველ-ორ სეზონში იგივე მწვრთნელები რჩებიან ხოლმე, შენ და მერაბ სეფაშვილი კი აღარ მიგიწვიეს. გაქვს ინფორმაცია, რატომ მოხდა ასე?

- "ახალ ხმასთან" დაკავშირებით ზუსტად ისეთივე ინფორმაცია მაქვს, როგორიც თქვენ, ანუ არანაირი. მახსოვს, როცა პირველ სეზონზე მწვრთნელებს არჩევდნენ, ყველას მონაცემები გააგზავნეს უცხოეთში და ჩემი რეიტინგის, გაყიდული ალბომებისა და პოპულარობის გათვალისწინებით ამარჩიეს. გასულ წელთან შედარებით ჩემი რეიტინგი არ დაწეულა, თუ არ მოიმატა, და არ ვიცი, რატომ აღარ მიმიწვიეს. ალბათ, ეს შოუც იმ კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც მე არ მეძახიან (იღიმის). მეორე მხრივ, შესაძლოა, რეჟისორს სხვა ტიპის შოუს გაკეთება უნდა. ალბათ მწვრთნელთა შემადგენლობის გადახალისება უნდოდა და სხვებიც რომ შეეცვალა, არ იქნებოდა გასაკვირი. შეიძლება, ერთი და იმავე სახეების ყურება ცოტა მოსაწყენიც იყოს. ამის გამორიცხვაც არ შეიძლება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება