იტალიის ნაპირებთან ლტოლვილებით სავსე გემი ჩაიძირა

იტალიის ნაპირებთან ლტოლვილებით სავსე გემი ჩაიძირა

იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზე 500-ზე მეტი სომალელი და სირიელი ლტოლვილი იმყოფებოდა. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, მომხდარის შედეგად, სულ მცირე 62 ადამიანია დაღუპული. იტალიურ გაზეთ La Stampa-ს ინფორმაციით კი, მაშველებმა წყლიდან 82 გვამი ამოიყვანეს.

დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი ორსული ქალია. შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფმა მეთევზეებმა და სამაშველო სამსახურებმა გემის ჩაძირვამდე 150 ადამიანის გადარჩენა შესძლეს. კიდევ 250-მდე ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათი ძიება ამ დრომდე გრძელდება.

სააგენტო France-Presse-ის ინფორმაციით, ეკიპაჟმა გემზე არსებული გაუმართაობა კუნულ ლამპედუზადან დაახლოებით 1 კმ-ის მოშრებით აღმოაჩინა. იტალიელი მესაზღვეების ყურადღების მისაქცევად სომალელებმა საბანი დაწვეს, თუმცა ცეცხლის ალი გემბანზე დიდი სისწრაფით გავრცელდა, რამაც პანიკა გამოიწვია. შედეგად გემი გადაბრუნდა. მეორე ვერსიით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა რომის პაპი და გემის ჩაძირვას სამარცხვინო ფაქტი უწოდა. 2013 წლის ივლისში, პაპი ლამპედუზას სტუმრობა და არალეგალური მიგრანტების საკითხისადმი იტალიის ხელისუფლების ყურადღების მიქცევას შეეცადა.

ბოლო დროს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების შედეგად, იტალიისკენ მიმავალი არალეგალური მიგრანტების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. მხოლოდ 25 სექტემბერს, ერთი დღის განმავლობაში იტალიაში 700-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. მათი უმეტესი ნაწილი სირიიდან იყო.

ევროპაში სამუშაოს საშოვნად, აფრიკიდან წამოსული მიგრანტები იტალიის ტერიტორიაზე სწორედ კუნძულ ლამპედუზადან ხვდებიან. ამ ფაქტს ხელს კუნძულის გეოგრაფიული მდგომარეობა უწყობს, რომელიც ტუნისის ნაპირიდან 120 კმ-ითაა დაშორებული.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ flot.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა