რეალითი-შოუს გამარჯვებულს კოსმოსში სამოგზაურდ გაუშვებენ

რეალითი-შოუს გამარჯვებულს კოსმოსში სამოგზაურდ გაუშვებენ

უახლოეს მომავალში ამერიკული ტელეარხი NBC ახალ გრანდიოზულ რეალითი-შოუს წამოიწყებს, რომლის გამაჯვებულიც პრიზის სახით კოსმოსური ხომალდის ბილეთს მიიღებს.

შოუს, რომელსაც "კოსმოსური რბოლა" ეწოდა, ბრიტანელი მარკ ბერგერი პროდიუსირობს. მან სახელი ამერიკული ტელევიზიებისთვის დადგმული რამდენიმე გასართობი პროექტით გაითქვა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ერთობლივი ძალისხმევით NBC და მარკ ბერგერი სპეციალური პროექტის წამოწყებას ცდილობენ, რომლის მთავარი პრიზიც უწონობაში მოგზაურობა იქნება. 2000 წელს ტელე-ეკრანებზე მასშტაბური პროექტი "დანიშნულების სადგური - "მირის" გაშვება იგეგმებოდა. მის ფინალისტებს რუსულ კოსმოსურ ქალაქში ნამდვილი კოსმონავტების ანალოგიური მოსამზადებელი კურსი უნდა გაევლოთ, ფინალისტი კი - 2 კვირით რუსულ ორბიტულ სადგურ "მირზე" გაემგზავრებოდა. იდეის განხორციელებას ხელი "მირის" ექსპლუატაციის შეწყვეტამ და მისი წყნარ ოკეანეში ჩაძირვამ შეუშალა.

ამჯერად პროექტის განხორციელება კომპანია Virgin Galactic-თან ერთად იგეგმება. 2011 წლის ოქტომბერში კომპანიამ  ნიუ-მექსიკოს შტატში მსოფლიოში პირველი კერძო კოსმოდრომი გახსნა. მომავალი წლიდან სწორედ ამ ადგილიდან კოსმოსში კომერციული ფრენების დაწყება იგეგმება.

ფრენის პროცესში ტურისტები უწონობის მდგომარეობაში ყოფნას გამოცდიან და 100 კმ-ის სიმაღლიდან დედამიწის დანახვას შესძლებენ. 2 სთ-იანი ფრენის სიამოვნება მსურველებს 250 ათასი აშშ დოლარი დაუჯდებათ. კოსმოპლანის ბორტზე 2 პილოტი და 6 მგზავრი განთავსდება. ამ გზით კოსმოსში მოგზაურობის სურვილი უკვე 600-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. მათ შორის არიან მსახიობებიც - ტომ ჰენქსი და ანჯელინა ჯოლი.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა