საუდელ ქალებს ადვოკატად მუშაობის უფლება მისცეს

საუდელ ქალებს ადვოკატად მუშაობის უფლება მისცეს

საუდის არაბეთში ქალებს ადვოკატებად მუშაობისა და სასამართლო პროცესზე გამოსვლის უფლება მისცეს.

6 ოქტომბერს მთავრობამ ხუთ ქალს პირველი საადვოკატო ლიცენზია გადასცა. ერთ-ერთმა მათგანმა დოკუმენტის ფოტოასლი ინტერნეტში გამოაქვეყნა.

ადრე ქალ-იურისტებს საუდის არაბეთში მხოლოდ კონსულტანტების რანგში მუშაობის უფლება ჰქონდათ, მაგრამ სასამართლოში კლიენტის ინტერესების დაცვა და საკუთარი იურიდიული ფირმის დაარსება ეკრძალებოდათ.

2011 წელს სოციალური ქსელებით კამპანია- "მე ქალი ადვოკატი ვარ" დაიწყო, რომელმაც პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღება მიაპყრო. კერძოდ, ქალებმა შეძლეს დაერწმუნებინათ საუდის არაბეთის მთავრობა, რომ აკრძალვა მათ საზღვარგარეთ წასვლას აიძულებდა, რომ მუშაობა შესძლებოდათ.

საუდის არაბეთში ქალებს არ აქვთ ავტომობილის მართვის უფლება. გარდა ამისა, საუდელ ქალებს ახლო ნათესავი მამაკაცის გარეშე სახელმწიფო დაწესებულებაში შესვლა არ შეუძლიათ. ისინი იძულებულნი არიან მამაკაცებისგან მოგზაურობისთვის, განათლების მისაღებად, დასაქმებისა და ქირურგიული ჩარევისთვის სპეციალური ნებართვა აიღონ.

მომზადებულია The Sydney Morning Herald-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა