ინდონეზიის პრეზიდენტმა პუტინს Happy birthday უმღერა

ინდონეზიის პრეზიდენტმა პუტინს Happy birthday უმღერა

აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, რომელსაც ინდონეზია მასპინძლობს, ინდონეზიის პრეზიდენტმა სუსილო ბამბანგმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაბადების დღე მიულოცა და Happy birthday to you უმღერა.  ამის შესახებ "რია ნოვოსტი" წერს.

როდესაც პუტინი სხდომათა დარბაზში შევიდა, მას ინდონეზიის პრეზიდენტი დახვდა და გიტარის თანხლებით  დაბადების დღის მისალოცი სიმღერა უმღერა. შეხვედრას 21 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ვლადიმერ პუტინს დღეს 61 წელი შეუსრულდა.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა