2013 წლის 10 საუკეთესო ფილმი - კვენტინ ტარანტინოს ვერსიით

2013 წლის 10 საუკეთესო ფილმი - კვენტინ ტარანტინოს ვერსიით

მიუხედავად იმისა, რომ წელი ჯერ არ დამთავრებულა და ბოლო 3 თვის მანძილზე კინომოყვარულები ახალი ფილმების პრემიერებს ელოდებიან, კვენტინ ტარანტინომ გადაწყვიტა, წინასწარ გამოექვეყნებინა მისი აზრით, წლის 10 საუკეთესო ფილმის სია. ტარანტინომ საგანგებოდ აღნიშნა, რომ ეს არ არის ფილმების რეიტინგი, ამიტომ რეჟისორის ოფიციალურ საიტზე ფილმები ანბანის მიხედვითაა დალაგებული.

მაშ ასე, გთავაზობთ ტარანტინოს მოწონებული ფილმების სიას:

Gravity (Alfonso Cuarón)

ალფონსო კუარონის ფანტასტიკური თრილერი ეკრანებზე სექტემბერში გამოვიდა და როგორც კრიტიკოსების, ასევე მაყურებლების დადებითი რეცენზია მიიღო. სხვათა შორის, ქალის მთავარ როლს ფილმში ანჯელინა ჯოლის სთავაზობდნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც მსახიობმა უარი თქვა, როლზე სანდრა ბალოკი დაამტკიცეს. ფილმში სანდრას პარტნიორობას ჯორჯ კლუნი უწევს.

Before Midnight (Richard Linklater)

1995 წელს რეჟისორმა რიჩარდ ლინკლეიტერმა ბერლინის კინოფესტივალზე  ფილმისთვის Before Sunrise საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი მიიღო. ფილმში მთავარ როლს ითან ჰოუკი და ჯული დელფი ასრულებდა. სურათი მიეძღვნა რეალურ გოგონას - ემას, რომელიც ერთ საღამოს რეჟისორმა გაიცნო, მაგრამ მას შემდეგ მასთან კავშირი დაკარგა.

გავიდა თითქმის 10 წელი და რეჟისორმა მსახიობები კვლავ შეკრიბა, რათა ფილმის ისტორია გაეგრძელებინა. ფილმი Before Sunset ეკრანებზე 2004 წელს გამოვიდა და ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო სცენარისთვის.

მეორე ფილმის შემდეგ რეჟისორმა შეძლო საიდუმლოებით მოცული ნაცნობი გოგონას ბედის შესახებ გაეგო - აღმოჩნდა, რომ ის რამდენიმე წლის წინ ავტოავარიაში მოყვა. ლინკლეიტერმა ჰოუკი და დელპი კვლავ მოიწვია და ფილმის მესამე ნაწილი გადაიღო, რომელიც ემას მიუძღვნა.

Blue Jasmine (Woody Allen)

ვუდი ალენის ახალი ფილმი. ფილმში მთავარ როლს კეიტ ბლანშეტი და ალეკ ბოლდუინი ასრულებენ.

Lone Ranger (Gore Verbinski)

ტარანტინოს სიაში ამ ფილმის მოხვედრამ ბევრი გააკვირვა. ფილმმა კრიტიკოსებში დიდი მოწონება არ დაიმსახურა და მსოფლიო კინოგაქირავებაშიც მოკრძალებული თანხა შეაგროვა. რამ მოახდინა ტარანტინოზე შთაბეჭდილება - მსახიობთა ოსტატობამ (ფილმში მონაწილეობენ ჯონი დეპი და ჰელენა ბონემ კარტერი), ვესტერნის კლასიკური სიუჟეტის ინტერპრეტაციამ თუ ვერბინკსის რეჟისურამ, უცნობია.

Kick Ass 2 (Jeff Wadlow)

კიდევ ერთი ”მოულოდნელობა” ტარანტინოს ფილმებში - კომედიური თრილერი. ფილმში მონაწილეობენ აარონ ტეილორ ჯონსონი და ჯიმ კერი.

Drinking Buddies (Joe Swanberg)

ფილმი ოთხი ახალგაზრდის არეულ ურთიერთობებზე მოგვითხრობს. ლუკი და კეიტი საუკეთესო მეგობრები არიან, რომლებიც ლუდის ქარხანაში მუშაობენ. ისინი საღამოებს ერთად ატარებენ, აგემოვნებენ ლუდს, აქვთ მსუბუქი ფლირტი და საუბრობენ ცხოვრებაზე. თითოეულ მათგანს ჰყავს ”მეორე ნახევარი” და როდესაც წყვილები დასასვენებლად გაემგზავრებიან, მათ მოუწევთ ერთმანეთზე საკუთარი შეხედულებების გადახედვა.

Frances Ha (Noah Baumbach)

ნოა ბაუმბაჰის დრამა მსოფლიო ფესტივალებზე ჯერ კიდევ გასულ წელს გამოჩნდა, თუმცა, გაქირავებაში 2013 წლის გაზაფხულზე ჩაეშვა.

ამ შავ-თეთრი ფილმის მთავარი მოქმედი გმირი - ახალგზრდა ფრენსისი ნიუ-იორკში, უფრო ზუსტად, თავის ოცნებებში ცხოვრობს.

The Conjuring (James Wan)

ჯეიმს ვანის საშინელებათა ფილმი - სახლი, რომელშიც მოჩვენებები ბინადრობენ. სურათს საფუძვლად დაედო პერონების ოჯახის რეალური ისტორია, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ სახლში კეთილი და ბოროტი სულები ბინადრობდნენ.

This Is the End (Seth Rogen, Evan Goldberg)

კომედიამ კინო გაქირავებაში 122 მლნ დოლარი შეაგროვა, მაშინ როდესაც ფილმის გადაღებას 32 მლნ დასჭირდა. ფილმში მონაწილეობენ ჯეიმს ფრანკო, ჩენინგ ტატუმი და სხვა.

Afternoon Delight (Jill Soloway)

ფილმი მოგვითხრობს განათლებული და მიმზიდველი დიასახლისის, რეიჩელის შესახებ, რომელიც ლოს-ანჯელესის მდიდრულ სახლში ერთფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობს. ერთ დღესაც რეიჩელი ადგილობრივ სტრიპტიზ-კლუბში წავა და ასე დაუგეგმავად, სტიპტიზის მოცეკვავეს ძიძად დაიქირავებს. სურათისთვის რეჟისორმა სოლოვეიმ ”სანდენსის” ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში პრიზი მიიღო.

მომზადებულია www.tarantino.info-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება