ჰქონდა თუ არა მერლინ მონროს პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული?

ჰქონდა თუ არა მერლინ მონროს პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული?

ჰქონდა თუ არა მერლინ მონროს პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული? ამ საიდუმლოს სამედიცინო დოკუმენტები ახდის ფარდას. ვარსკვლავის პლასტიკური ქირურგის, მაიკლ გურდინის ჩანაწერები და მსახიობის რენტგენის სურათები Julien's-ის აუქციონზე 9-10 ნოემბერს გაიყიდება.

დოკუმენტების პატრონი, რომლის ვინაობაც გასაიდუმლოებულია,  ვარაუდობს, რომ მერლინის პლასტიკური ოპერაციის დამამტკიცებელი საბუთების გაყიდვიდან 15-30 ათას დოლარს მიიღებს. დოკუმენტების მფლობელი ამტკიცებს, რომ ისინი ექიმ გურდინისგან საჩუქრად მიიღო.

თუკი დოკუმენტებს ვენდობით, მსახიობს 1950 წელს ნიკაპის ოპერაცია გაუკეთებია. ეს პროცედურა მონრომ მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმების - "როგორ გავყვეთ ცოლად მილიონერს" და "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" გადაღებების წინ გაიკეთა.

მაიკლ გურდინს მერლინ მონრომ 1958 წელს მიაკითხა და "ნიკაპის დეფორმაციის" შესახებ დაიჩივლა. ექიმმა პაციენტი გამოიკვლია და დაადგინა, რომ ნიკაპში ჩადგმული იმპლანტი  თანდათანობით დაიშალა. ამასთან, ირკვევა რომ მერლინს არაერთხელ გაუკეთებია ოპერაცია.

აუქციონზე გამოსატანი მერლინის რენტგენის სურათები 1962 წლის 7 ივნისითაა დათარიღებული.  ექიმმა გუდრინმა მონროს სურათი მას შემდეგ გადაუღო, რაც მსახიობი დაეცა და სახე დაიზიანა.

ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ მსახიობმა ადრე რინოპლასტიკა გაიკეთა და წაქცევის შემდეგ ექიმს მიმართა, რათა დაზიანებები გამოერიცხა.

იხილეთ ფოტოგალერეა: მერლინ მონრო ვარჯიშის დროს, 1953 წელი

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება