ქეით მიდლტონის 10 ყველაზე ძვირადღირებული კაბა

ქეით მიდლტონის 10 ყველაზე ძვირადღირებული კაბა

ცნობილია, რომ პრინც უილიამის მეუღლის, ქეით მიდლტონის ერთ-ერთი საყვარელი დიზაინერი Alexander McQueen-ია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ძვირადღირებულ კაბას ქეითის გარდერობიდან.

ცნობილია, რომ სამეფო ქორწილში მას სწორედ ალექსანდრ მაკქუინის კაბა ეცვა, რომლის ღირებულება  $400,000 დოლარი იყო. როგორც დასავლურ პრესაში წერდნენ, ამ კაბამ მსოფლიოს გრეის კელის საქორწინო სამოსელი მოაგონა.

ქეითის ყველაზე ძვირადღირებულ კაბებში მეორე ადგილი კვლავ მაკქუინის შავი ფერის ხავერდის  კაბას უჭირავს. მისი ღირებულება  $7,049 დოლარია.

ქეითისთვის ცხოვრება მხოლოდ შავ-თეთრი არ არის და ეს მან დაამტკიცა, როდესაც პუბლიკის წინაშე Jenny Packham -ის მუქი ფირუზისფერი კაბით წარსდგა. კაბის ღირებულება 5,178 დოლარია. კეიტმა კაბას Jimmy Choo-ს ფეხსაცმელები შეუხამა.

მეოთხე ადგილზე კვლავ მაკქუინის კაბაა 4.686 დოლარით, ღია ვარდისფერი კაბით ის BAFTA -ს ცერემონიაზე წარსდგა  ფეხზე კი ჯიმი ჩუს სანდლები ეცვა.

მეხუთე ადგილზეა ისევ მაკქუინის წითელი 3,570 დოლარიანი კაბა, რომელიც ქეითს დედოფლის იუბილეზე ეცვა. 

მეექვსე პოზიციას კემბრიჯის ჰერცოგინიას გარდერობში Erdem-ის მუქი ლურჯი გიპიურით გაფორმებული კაბა იკავებს, რომლის ღირებულება 3,175 დოლარია.

მეშვიდე ადგილზე 2,750 დოლარის ღირებულების ალექსანდ მაკქუინის თეთრი ფერის კაბა-კოსტუმია. მერვეზეც ამ დიზაინერის თეთრი ფერის კაბაა, რომელიც გაფორმებულია მუქი ლურჯი ფერის არშიით. კაბის ღირებულება 1,963 დოლარია.

მეცხრე ადგილი უჭირავს Diane von Furstenburg-ის მწვანე ფერის კაბას, რომელიც 1,118 დოლარი ღირს.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ათეულს ასრულებს ქეითის ნიშნობის კაბა. მუქი იისფერი Issa -ს კაბა, სულ რაღაც 616 დოლარი ღირს. სწორედ ამ კაბაში იყო ქეითი გამოწყობილი, როცა წყვილმა მათი ნიშნობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია most-expensive.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა