იულია ქავთარაძე გასართობი ტელე-შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეა, თუმცა ლამაზმანს უფრო "სერიოზული" ბეგრაუნდი აქვს.
ის პოპულარული უკრაინული ჯგუფის "ნიკიტას" წევრი იყო. ამჟამად იულია საქართველოში იმყოფება, თუმცა უკრაინულ შოუ ბიზნესში 12-13 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა.
გარდა ამისა ქავთარაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული ქართულ ფილმში "რა მოხდა კიევში".
"მათ ქართულ ფილმში მონაწილეობა შემომთავაზეს და მაშინვე მითხრეს, - ძალაუფლების მოყვარული ქალის როლი გექნებათო. რატომაც არა-მეთქი, - დავთანხმდი, ანუ ასეთი ქალის ხასიათი უნდა მეჩვენებინა".
იულია უკრაინაში ნამდვილი სექსიმბოლო გახდა და არაერთ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
"ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა. მე ასეთი იმიჯის შექმნა არც მიფიქრია. უბრალოდ, ასეთი გახლდათ პროდიუსერის მოთხოვნა".
სექსსიმბოლოს იმიჯით ცხოვრება ნამდვილად არ არის ადვილი და ეს სხვა თემაა. ამ ყველაფერს ჩემთვის მხოლოდ უსიამოვნება მოჰქონდა, რადგანაც მუდმივად სცენაზე, ეკრანზე, კლიპში გაშიშვლებას მთხოვდნენ, მაგრამ ბოლომდე არასოდეს გავშიშვლებულვარ.
მიყვარს ეროტიკა, მაგრამ აქ ზღვარი არ უნდა დაირღვეს, ეროტიკა ვულგარულობაში არ უნდა გადაიზარდოს", - თქვა ლამაზმანმა ambebi.ge-სთან საუბარში.
გადავწყვიტეთ გადაგვემოწმებინა ეს ფაქტი "ბოლომდე არასოდეს გავშიშვლებულვარ" და მოკლედ ჩვენი მუშაობის შედეგები ფოტოგალერეაში იხილეთ
Adami.ge
იხილეთ ფოტოგალერეა
