"ქალწულობა აუქციონზე" - 10 წლის გოგონებს უცხოელ ტურისტებზე ყიდიან

"ქალწულობა აუქციონზე" - 10 წლის გოგონებს უცხოელ ტურისტებზე ყიდიან

კოლუმბიაში, ქუჩის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები 10 წლის გოგონებს ნარკოტიკით მოვაჭრე ბარონებსა და უცხოელ ტურისტებზე ყიდიან. გოგონებით ვაჭრობას ე.წ. "ქალწულობა აუქციონზე" ჰქვია.

პატარა ბავშვებს ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული ოჯახებიდან არჩევენ. გაჭირვებულ გოგონებს ძვირფასი სამოსით ატყუებენ, ოჯახებს კი ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ. თუ ერთხელ დაჰყვა გოგონა მათ ნებას, შემდეგ თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია.

ქალებისთვის ყველაზე სახიფათო ქალაქი მედელინია. ის ცნობილი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის მშობლიური ქალაქია.

"პატარა გოგონებისთვის ეს პირველი სექსუალური გამოცდილებაა. შემდეგ ხელიდან ხელში გადადიან და დროთა განმავლობაში მეძავებად ყალიბდებიან", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ლუის პარდო.

უცხოელი ტურისტები ქალაქ მედელინს სექს-ტურიზის ცენტრად იცნობენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა