ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში ორგანიზაცია OPCW გახდა

ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში ორგანიზაცია OPCW გახდა

ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია OPCW გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.

"როიტერის" ინფორმაციით, OPCW დამოუკიდებელი ერთეულია, რომელიც გაერო-სთან თანამშრომლობს და სირიაში ქიმიური იარაღის განადგურებას აკვირდება.

ორგანიზაცია ჰააგაში მდებარეობს და მასში 189 სახელმწიფოა გაერთიანებული. OPCW პასუხისმგებელია ქიმიური იარაღის იმ კონვენციის განხორციელებაზე, რომელიც კრძალავს ქიმიური იარაღის განვითარებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაცემასა და გამოყენებას.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას გამარჯვებისთვის 1,25 მილიონი დოლარი დაჯილდოების ცერემონიაზე ოსლოში, 10 დეკემბერს ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს გადაეცემა.

გასულ წელს ნობელის პრემია ევროკავშირს გადაეცა.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა