ალა პუგაჩოვა ღამღამობით შვილების სუნთქვას უსმენს

ალა პუგაჩოვა ღამღამობით შვილების სუნთქვას უსმენს

როგორც ცნობილია, მომღერალ ალა პუგაჩოვას და ტელეწამყვან მაქსიმ გალკინს სუროგატმა დედამ ტყუპები გაუჩინა. ამ თემას გადაცემა "პოედინოკმა" გამოშვება მიუძღვნა. გადაცემაში მიწვეული იყვნენ მომღერალი ლოლიტა მილავსკაია და დეპუტატი ვიტალი მილონოვი.

"ახლა ალა ბორისოვნას შოუ-ბიზნესი არ სჭირდება. ამბობს, ღამით ვერ ვიძინებ, იმიტომ რომ ვუსმენ ჩემი შვილების სუნთქვასო. მე მათ თავად ვაჭმევო. წარმოიდგინეთ, ჩვენ ასეთი ალა არასდროს გვინახავს, ის ძალიან ბედნიერია", - განაცხადა ლოლიტამ გადაცემაში.

სანკტ-პეტერბურგელმა დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა კი განაცხადა, რომ ბავშვების ასე გაჩენა "ძაღლების გამოზრდას" ემსგავსება. "რატომ უნდათ ადამიანებს, რომ სწორედ მათი გენეტიკური გვარი გაგრძელდეს? ნუთუ მათ არ ესმით, რომ აყვანილი შვილი არანაკლებ ეყვარებათ, ვიდრე საკუთარი. ეს რაღაც პიროვნული უპირატესობის წარმოჩენაა: მე შევუკვეთავ ბავშვს და ისინი ვალდებულნი არიან, "დამიმზადონ". ეს არ არის ნორმალური, ეს უფსკრულია", - აღნიშნა მილონოვმა.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება