საინტერესო ფაქტები სხვადასხვა ქვეყნების არმიაზე

საინტერესო ფაქტები სხვადასხვა ქვეყნების არმიაზე

ღილები სამხედრო უნიფორმის სახელოებზე

სამხედრო უნიფორმის დიზაინს განსაკუთრებული ყურადღება ყოველთვის ექცეოდა. უმეტეს შემთხვევაში, სამხედრო ტანსაცმლის ფერსა და იერს თავად ქვეყნის მმართველი განსაზღვრავდა. ჯარისკაცების მუნდირების სახელოებზე ღილების დაკერება პეტრე პირველის ბრძანებით დაიწყეს. რუსეთის არმიის ჯარისკაცების უემეტესობა გლეხების ოჯახების წარმომადგენლებისგან შედგებოდა, რომლებიც ჭამის დროს პირის მოწმენდას ტანსაცმლის სახელოებით იყვნენ დაჩვეულნი. სახელოებზე მიკერებული ღილები კი მავნე ჩვევის მოყვარულებს დისკომფორტს უქმნიდა.

მსოფლიოს სილამაზე გადაარჩენს

ორიოდე წლის წინ ბრიტანული ბეჭდური გამოცემა The Sun-ის ჟურნალისტებმა მსოფლიოს ყველაზე სექსუალური არმიის გამოსავლენად კვლევა ჩაატარეს. 16 ათასი ამომრჩევლიდან უმეტესობამ ხმა რუმინულ არმიას და მისი სუსტი სქესის წარმომადგენლებს მისცა.

უფასო სატელეფონო საუბრები სამხედრო თანამგზავრით

მხიარული ბრაზილიელები მოხერხებულობას არა მხოლოდ ცეკვისას ავლენენ. რამდენიმე ბრაზილიელმა ხელმარჯვე ოსტატმა ჩვეულებრივი რაცია გადააკეთა და უფასო სატელეფონო კავშირისთვის ამერიკული ფლოტის სამხედრო თანამგზავრები გამოიყენა. რაციის მფლობელს ეს სიამოვნება მხოლოდ 50 დოლარი დაუჯდა. 

რას ყვირიან ამერიკელი მედესანტეები

დამკვიდრებული ტრადიციისამებრ პარაშუტით გადმოხტომისას ამერიკელი მედესანტეები სიტყვა "ჯერონიმოს" გაყვირიან. სწორედ ასე ერქვა ინდიელს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ამერიკულ არმიას მოსვენებას არ აძლევდა. საკუთარი სიცოცხლე მან კლდიდან გადახტომით და საკუთარი სახელის ხმამაღლა დაყვირებით დაასრულა. 

ვინ გამოიგონა ბრაილის შრიფტი

შრიფტი, რომელსაც უსინათლოები კითხვისთვის იყენებენ, ნაპოლეონის დროს სამხედრო მიზნებისთვის შეიქმნა. მისი მეშვეობით ჯარისკაცებს ერთმანეთში ინფორმაციის გაცვლა ზედმეტი ხმაურის გარეშე და სიბნელეშიც შეეძლოთ. შრიფტი სასწავლებლად რთული იყო და წლების შემდეგ ბრინელმა ის გაამარტივა. თუმცა, ამ გამოგონებამ სამხედრო სფეროში ფეხი ვერ მოიკიდა. სამაგიეროდ, უსინათლოებს მისი გამოყენებით კითხვა შეუძლიათ.

ძაღლები მშვიდობის სადარაჯოზე

მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნის არმიებში ადამიანებთან ერთად ძაღლებიც მსახურობენ. მაგალითად, დანიაში არმიის რიგებში სპეციალური საპატრულო ქვედანაყოფი ირიცხება, რომელიც გრენლანდიის სანაპიროს აკონტროლებს. ძაღლებიანი მარხილი აქ გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა. ამიტომ, დანაყოფში "სირიუსი" ადამიანებთან ერთად ყოველწლიურად ფუმფულაბეწვიან ჰასკის ჯიშის ძაღლებსაც იწვევენ.

რისთვის უნდა ბოლივიას ფლოტი

ბოლივია, რომელმაც წყნარ ოკეანეზე გასასვლელი ჯერ კიდე 19-ე საუკუნის ბოლოს დაკარგა, თავს დღემდე საზღვაო სახელმწიფოდ თვლის. ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში დღემდე ოფიციალურად არსებობს სამხედრო-საზღვაო ფლოტი. ის მხოლოდ მცირე კატარღებისგან შედგება, რომლებსაც მდინარეებისა და ტბების პატრულირებისთვის იყენებენ. ზღვის დაკარგვას ბოლივია დღემდე ვერ შეეგუა და წართმეული ტერიტორიის დაბრუნების საკითხი კვლავ აქტუალურია.

იაპონური არმიის ჩექმები

ქურდობის აღკვეთის ორიგინალურ გზას იაპონიის არმიაში მიაგნეს. სამხედრო ჩექმების დატაცების თავიდან ასაცილებლად, მარცხენა და მარჯვენა ფეხსაცმელს ცალ-ცალკე, სხვადასხვა საწყობებში ინახავდნენ. ერთ-ერთი ასეთი საწყობი, სადაც 1000 მარცხენა ფეხის ჩექმა ინახება, კუნაშირის კუნძულზე დღემდე არსებობს.

ფრთოსანი პოლკოვნიკი

საბრძოლო მოქმედებებისას ჯილდოებსა და წოდებებს არა მხოლოდ ადამიანები იღებენ. პირველი მსოფლიო ომის მნიშვნელოვან ოპერაციებში მონაწილეობისა და სახელმწიფოს წინაშე დამსახურებისთვის, ბრიტანული საკავშირო სამსახურის საფოსტო მტრედს N888 პოლკოვნიკის წოდება უბოძეს. დაღუპვის შემდეგ, ბრიტანულმა არმიამ ფრთოსანი პოლკოვნიკი სრული სამხედრო პატივით დაკრძალა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ arrivo.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე