1 მლნ დოლარიანი ფრჩხილის ლაქი

1 მლნ დოლარიანი ფრჩხილის ლაქი

28 წლის მომღერალი და ტელეწამყვანი კელი ოსბორნი რამდენიმე დღის წინ საქველმოქმედო ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც მომღერალი თავს იწონებდა 1 მლნ დოლარის ღირებულების ფრჩხილის ლაქით. აღმოჩნდა, რომ ოსბორნმა ამ ფორმით მიიღო საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა.

კელიმ ლაქის გაკეთებისთანავე ”ინსტაგრამში”  ფოტო ატვირთა წარწერით: "მე პირველი გოგო ვარ, რომელსაც წილად ხვდა ბედნიერება, გაეკეთებინა 1 მლნ დოლარის ღირებულების ფრჩხილის ლაქი ბრილიანტებისგან".

"ჯერ კიდევ ვერ გამიაზრებია მისი საფასური, მაგრამ თუკი აუქციონზე ლაქის ეს ბოთლი ძვირად გაიყიდება, შემოსული თანხა კუჭ-ნაწლავის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის, დედაჩემის ფონდში გადაირიცხება", - აღნიშნა კელი ოსბორნმა.  

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება