ინდოელმა კაცმა 8 თვის ბავშვი მსხვერპლად შესწირა

ინდოელმა კაცმა 8 თვის ბავშვი მსხვერპლად შესწირა

უტარ-პრადეში (შტატი ინდოეთის ჩრდილოეთში) ინდოელმა კაცმა, რაჯკუმარ ჩაურასიამ, საკუთარი ვაჟი სასიკვდილოდ გაიმეტა.

მან 8 თვის ბავშვი ქალღმერთ კალის "მიუძღვნა". მამამ პატარა ბავშვი ჯერ დაბანა, შემდეგ კი კალისთვის აშენებულ ტაძარში სალოცავად წავიდა. მოგვიანებით ბავშვთან ერთად სახლში დაბრუნდა და ქალღმერთის კერპის წინ ჩვილს თავი მოაჭრა. ამ შემზარავი საქციელის შემდეგ მამაკაცი სახლიდან გაიქცა, თუმცა ადგილობრივებმა დამნაშავე შეიპყრეს და პოლიციას ჩააბარეს.

"მან აღიარა, რომ ვაჟის მოკვლა მისი დაბადებისთანავე გადაწყვიტა. ის ფიქრობს, რომ ეს მსხვერპლშეწირვა უშვილო წყვილებს ბედნიერებას მოუტანს. მან თქვა, რომ ბრძანება კალისგან მიიღო", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

დამნაშავე დააპატიმრეს და ამასთან, იძულებითი ფსიქოლოგიური მკურნალობა დაუნიშნეს. გარკვეული მიზეზების გამო, პრესას დამნაშავის ფოტოსურათის გამოქვეყნება აუკრძალეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა