დიზაინერ ვიქტორია ბექჰემის ბრენდს ოჯახის ყულაბაში ყოველდღიურად რეკორდული თანხა - 100 000 გირვანქა სტერლინგი შეაქვს.
2012 წელს ბექჰემების შემოსავალი, დევიდის სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობის წყალობით, 35 მლნ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. ხოლო, 39 წლის ვიქტორიას სამოდელო იმპერიამ შარშან ოჯახის ბიუჯეტს 2 მლნ გირვანქა სტერლინგი მოუტანა. მოდის კვირეულებზე Victoria Beckham-ი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია. ვიქტორიას ცნობილ თაყვანისმცემლებს შორის არიან გვინეტ პელტროუ, ჯულია რობერტსი და ბიონსე.
ბედის ირონიით, როგორც კი სეზონის ბოლოს დევიდმა ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა, ვიქტორიას შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა. სამაგიეროდ, დევიდს ახლა უფრო მეტი დრო დარჩება სამოდელო და სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობისთვის.
ცნობისთვის, ბექჰემების წყვილმა ცოტა ხნის წინ დამატებით 10 მლნ მიიღო - მათ ჰერტფორდშირში არსებული სახლი ე.წ. "ბეკინგემის სასახლე" გაყიდეს. როგორც ამბობენ, წყვილმა უკვე დაადგა თვალი ლონდონში, 45 მლნ გირვანქა სტერლინგად შეფასებულ სახლს.
აღსანიშნავია, რომ ბექჰემების ოჯახის ყველა წევრი ამჟამად მოდის სამყაროში მუშაობს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.