როგორ სჯიან ჰომოსექსუალებს ისლამურ სახელმწიფოებში

როგორ სჯიან ჰომოსექსუალებს ისლამურ სახელმწიფოებში

არაბულმა სახელმწიფოებმა - ბაჰრეინმა, ქუვეითმა, ყატარმა, ომანმა და საუდის არაბეთმა ჰომოსექსუალიზმი კანონგარეშედ გამოაცხადეს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ იმისთვის, რომ ჰომოსექსუალებმა არაბულ მიწაზე ფეხი არ დადგან, საზღვარზე სამედიცინო შემოწმება დაწესდება, რათა "დეტექტორით" დადგინდეს, გეია თუ არა ადამიანი.

ჰომოსექსუალები ყველაზე მეტად ისლამურ სახელმწიფოებში ცხოვრებას ერიდებიან, რადგან არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს აქ ხშირად სიკვდილით სჯიან. გთავაზობთ საგანგაშო შედეგებს, სადაც ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, რა მეთოდებით უსწორდებიან არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს.

ირანი: 1979 წლიდან ირანის მთავრობამ 4 000 ადამიანი, რომელიც ჰომოსექსუალურ აქტში იყო შემჩნეული სიკვდილით დასაჯა. არასრულწლოვანებს კი 74-ჯერ გაშოლტვა მიესაჯა.

საუდის არაბეთი: ქვეყანაში ჰომოსექსუალებს სიკვდილით სჯიან. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგიერთ შემთხვევაში მსგავსი ტიპის სასჯელია დაწესებული: ფულადი ჯარიმა, დაპატიმრება, გამათრახება.

სუდანი: პირველ ჯერზე გეებს ამათრახებენ. თუ მსგავს საქციელში კიდევ ერთხელ შენიშნავენ, სიკვდილით სჯიან. გაუთხოვარ გოგონას ჰომოსექსუალურ საქციელში შემჩნევისას 100-ჯერ გამათრახებით სჯიან. ლესბოსელ ქალს პირველ ჯერზე 1000-ჯერ ამათრახებენ, ან ქვით ქოლავენ.

იემენი: იემენში შარიათის მკაცრი კანონები მოქმედებს. არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს როზგავენ და სიკვდილით სჯიან.

მავრიტანია: მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკაში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი შარიათის კანონებს ზედმიწევნით იცავს. ქვეყანა ჰომოსექსუალებისთვის ყველაზე საშიში რეგიონია. აქ, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებისთვის მხოლოდ ერთი სასჯელია - სიკვდილი. სიკვდილის დასჯაში ადგილობრივები მონაწილეობენ და დამნაშავეს ქუჩაში ქვებით ქოლავენ. ეს კანონი 1983 წლიდან მოქმედებს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა