სანდრა ბალოკი დედა მეორედ გახდება

სანდრა ბალოკი დედა მეორედ გახდება

ჰოლივუდის მსახიობი სანდა ბალოკი კიდევ ერთი შვილის აყვანას აპირებს. დასავლური პრესის ინფორმაციით, ამჯერად მსახიობს გოგონა უნდა.

ბალოკის ადვოკატმა შვილად აყვანის პროცედურა უკვე დაიწყო.  მსახიობი იმ იურისტის მომსახურებით სარგებლობს, რომელიც ადრე შარლიზ ტერონს დაეხმარა. მაგრამ შვილად აყვანის პროცედურა სწრაფი არაა - პროცესს შესაძლოა, ორი წელი დასჭირდეს.

"სანდრამ გოგონას აყვანა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მისი ვაჟი ლუი უფრო ვაჟკაცური გაიზარდოს და დაზე მზრუნველობა ისწავლოს",- ამბობენ მსახიობის მეგობრები.

ბულოკის ნაშვილები ვაჟი ამჟამად ორი წლისაა, მას ლუი ბარდო ქვია და ახალ ორლეანში დაიბადა. ბალოკმა ბავშვს ლუი ამსტრონგის პატივსაცემად დაარქვა. ლუის შვილად აყვანის პროცესი სამნახევარი წელი გაგრძელდა და საბოლოოდ, ბავშვმა ჰოლივუდის ვარსკვლავის სახლში ცხოვრება 2010 წლის იანვარში დაიწყო.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება