ყოფილი საქმრო, რომელიც ქალისგან ”ეშმაკის განდევნას” ცდილობდა, დააპატიმრეს

ყოფილი საქმრო, რომელიც  ქალისგან ”ეშმაკის განდევნას” ცდილობდა, დააპატიმრეს

საფრანგეთში სასამართლომ სამ მამაკაცსა და ქალს, რომელთაც 19 წლის გოგონადან "ეშმაკი განდევნეს", ციხე მიუსაჯა. ეგზორცისტებს, რომელთა შორის დაზარალებულის ყოფილი საქმროა, სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

პროკურორი განსასჯელებისთვის 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. სასამართლომ ისინი ძალადობასა და ადამიანის გატაცებაში დამნაშავედ სცნო.

დაზარალებული გოგონა კამერუნიდან არის. სასჯელის გამოტანის შემდეგ მან განაცხადა, რომ უფრო მკაცრი სასჯელის იმედი ჰქონდა.

დანაშაული 2011 წლის მაისში მოხდა. მსჯავრდებულებმა პარიზის შემოგარენის ერთ-ერთ კერძო სახლში გოგონა ჯვარს მიაბეს და იატაკზე დააწვინეს. ასე მან შვიდი დღე გაატარა. გოგონა პოლიციელებმა იპოვეს. მათ განაცხადეს, რომ ის გათანგული იყო და ცემის კვალი ეტყობოდა.

მსჯავრდებულები პროტესტანტიზმის ერთ-ერთი მიმართულების - მე-7 დღის ადვენტისტების ეკლესიის მიმდივრები არიან. რიტუალის ჩატარების ინიციატორი გოგონას საქმრო იყო. მას ყველაზე მეტი წელი მიესაჯა. სასამართლოში ის იწმუნებოდა, რომ წინასწარმეტყველია.

მომზადებულია France Presse-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა