კაილი მინოუგი კარიერის გამო საყვარელს დაშორდა

კაილი მინოუგი კარიერის გამო საყვარელს დაშორდა

ცნობილი პოპ-შემსრულებელი, კაილი მინოუგი 5-წლიანი ურთიერთობის შემდეგ საყვარელს დაშორდა. 45 წლის მომღერალმა 35 წლის ესპანელ მოდელს, ანდრეს ველენკოსოს თავისი მუსიკალური კარიერა ამჯობინა.

როგორც აღმოჩნდა, დაშორების მთავარი მიზეზი კაილის არანორმირებული სამუშაო გრაფიკი გახდა. დამქანცველი საგასტროლო ტურნეს შემდეგ კაილიმ მორიგი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანხმად, ტელეარხ BBC1-ზე პროექტში "ხმა" მაყურებელს ჟიურის წევრად მოევლინება.

ავსტრალიელი მომღერლის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საყვარლები მეგობრულად დაცილდნენ და ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ აქვთ. თუმცა წყვილთან დაახლოებული პირის განცხადებით, საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობის გაწყვეტა მომღერლისთვის ადვილი არ ყოფილა.

"კაილი და ანდრესი ერთმანეთთან დიდ დროს ვერ ატარებდნენ, კაილი ახალი ალბომის ჩაწერას უთმობდა დიდ დროს, ანდრესი კი მსახიობის კარიერის დაწყებას აპირებს და კასტინგებზე სირბილი უწევდა. ყველაფრის მიუხედავად განშორება კაილისთვის დიდი დარტყმა იყო", - აცხადებს წყვილთან დაახლოებული წყარო.

ველენკოსომ და მინოუგმა ერთმანეთი სუნამოების რეკლამის გადაღებისას, 2008 წელს გაიცვნეს. ჯერ კიდევ შარშან მომღერალი თავის რჩეულს "ერთადერთს" უწოდებდა და მასთან ოჯახის შექმნას გეგმავდა. 

სხვათა შორის, მინოუგის კარიერა 2007 წელს, მისი და ფრანგი მსახიობის, ოლივიე მარტინესის რომანის გაწყვეტის მიზეზიც გახდა. კაილისთან განშორების შემდეგ ოლივიემ ჰოლი ბერი მოიყვანა ცოლად და 48 წლის ასაკში მამაც გახდა.

კაილის ბოიფრენდებს შორის იყვნენ ჯეისონ დონოვანი, როკერი ლენი კრავიცი და მომღერალი მაიკლ ხატჩინსი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება