"მე "ჰიუსტონიზაციას" ვახდენ ამ ქვეყანაში და სტეფანე და მაია პროგრესს "აწვებიან"?

"მე "ჰიუსტონიზაციას" ვახდენ ამ ქვეყანაში და სტეფანე და მაია პროგრესს "აწვებიან"?

მაია დარსმელიძე და სტეფანე დათო ფორჩხიძეს უპირისპირდებიან. "ახალი ხმის" მწვრთნელები ბავშვებს ვერ იყოფენ და ერთმანეთს მათ გადაბირებაში ადანაშაულებენ. მაია დარსმელიძემ აგრესია კონკურსის მონაწილეებზეც გადაიტანა და საკუთარი "ფეისბუქის გვერდზე მათ "ღორები" უწოდა, საკუთარი თავი კი "მარგალიტად" მონათლა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი კონფლიქტის მეორე მხარეს, დათო ფორჩხიძეს ვთხოვეთ:

დათო ფორჩხიძე:

- გადავწყვიტე ეს ყველაფერი არ შევიმჩნიო და კომენტარები არ ვაკეთო. შოთა ადამაშვილმა დაიფიცა, რომ ფორჩხიძე პირადად არასოდეს ყავდა ნანახი. მეც ვიფიცები, რომ ჩემთან წამოსვლა თვითონ გადაწყვიტა.

- მაია დარსმელიძე თქვენს პროფესიონალიზმს აყენებს ეჭვქვეშ?

- ეს მისი არჩევანი და საქმეა. დააყენოს, ბევრი ვიღაც აყენებს ჩემ პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ. ილაპარაკოს, რაც უნდა. საქართველოში ხომ ყველაფერში ჩაწყობა ელანდებათ და ეს ბავშვებიც ასე ამოვსვაროთ ტალახში? ერთმანეთს არ ვინდობთ და ახლა შოთა ადამაშვილს გადავეკიდოთ? ის ერთი დღე გმირი იყო და მეორე დღეს დაიწყეს მისი დისკრედიტაცია და ლანძღვა. თურმე გადარჩნენ, რომ მაგათთან არ მივიდა..

-სტეფანეს და მაია დარსმელიძეს წინა კონკურსის დროსაც ქონდათ თქვენს მიმართ პრეტენზიები და დაძაბულობა სტუდიაშიც შეიმჩნეოდა.

- ისინი ამბობენ, რომ თურმე ჰიუსტონის გარდა, არავის არაფერს ვამღერებ და ცუდი მწვრთნელი ვარ. ვითომ მე ვარ მე-18 საუკუნის არტეფაქტი. ეს არის ჩემ მიმართ ძირითადად შენიშვნები, რომ მე ჰიუსტონიზაციას ვახდენ ამ ქვეყანაში და ისინი პროგრესს "აწვებიან". გჯერათ ეს? ჩემთან მოდის მზა პროდუქტი, მე არავის არაფერს არ ვამღერებ. ეს ბავშვები თვითონ ხდებიან ისინი, ვინც არინ და მე ამ დროს თურმე ვიფერებ ამას, დავდივარ ვტრაბახობ, ვიკვეხნი, რომ ჩემზე მაგარი არავინ არ არის და ა. შ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ ვტრაბახობ, არ ვიფერებ, არ ვიკვეხნი და არ დავბლატაობ. შოთა ადამაშვილისთვისაც თავმდაბლობა მე არ მისწავლებია. თვითონ ეს კაცი გამოვიდა და თქვა, არც მოველოდი ოთხივეს შემობრუნებასო. ის თვითონ არის ასეთი ადამიანი და თვითონ აკეთებს ამ განცხადებას. რადგან ფორჩხიძესთან წავიდა, ხომ ბოროტებასთან გააფორმა კონტრაქტი და სული გაყიდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება