ეკა აბ­ში­ლა­ვა ახალ ცხვირს ვერ შეეჩვია

ეკა აბ­ში­ლა­ვა ახალ ცხვირს ვერ შეეჩვია

რუბ­რი­კა"ფსი­ქოს" სტუ­მა­რია მსა­ხი­ო­ბი ეკა აბ­ში­ლა­ვა. გა­სულ ზაფ­ხულს ეკამ სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე მო­ა­ხერ­ხა დას­ვე­ნე­ბა, მათ შო­რის საზღ­ვარ­გა­რეთ, კერ­ძოდ, ეს­პა­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და დას­თან ერ­თად. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი მუ­შა­ო­ბას შე­უდ­გა.

-  უკ­ვე და­ვიწყ­ეთ გა­და­ღე­ბე­ბი"კო­მე­დი შო­უს­თვის", გარ­და ამი­სა, ვახ­მო­ვა­ნებ იუ­მო­რის­ტულ სე­რი­ალს, სა­ინ­ტე­რე­სოა და"კო­მე­დი არ­ხის" ეთერ­ში გა­ვა. მთე­ლი დღე დატ­ვირ­თუ­ლი ვარ, მაგ­რამ ვა­ხერ­ხებ, დრო ყვე­ლაფ­რის­თვის გა­მოვ­ნა­ხო.

-  ცო­ტა ხნის წინ ცხვი­რის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თე, რო­გორ შე­ეჩ­ვიე გა­რეგ­ნო­ბა­ში ამ სი­ახ­ლეს?

-  ოთხი თვე გა­ვი­და და ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ შე­ვეჩ­ვი­ე. არ ვი­ცი რა­ტომ, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მგო­ნი­ა, რომ არ უნ­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა, თუმ­ცა სა­ბო­ლოო სა­ხე ცხვირს ჯერ­ჯე­რო­ბით არ მი­უ­ღი­ა.

-  ბო­ლო დროს შე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სკეტჩი პატ­რულ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს პატ­რულ­თან?

-  კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მძღო­ლი ვარ, მაგ­რამ მიყ­ვარს სის­წრა­ფე. ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა ისე­თი შემ­თხვე­ვა, რო­ცა პატ­რულ­მა გა­მა­ჩე­რა და მითხ­რა, სა­ი­დან­ღაც მეც­ნო­ბი­ო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მა­ჩე­რეს, 40-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა გა­მო­მი­წე­რეს, პატ­რულ­მა ჯა­რი­მის ფურ­ცე­ლი რომ მომ­ცა, ქვე­ვით ეწე­რა: გა­უქ­მე­ბუ­ლი­ა. ალ­ბათ მე­რე მიც­ნო და იმი­ტომ გა­ა­უქ­მა ჯა­რი­მა.

-  ე.ი. პატ­რულ­ზე და ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე ხუმ­რო­ბა გი­ცავს ჯა­რი­მე­ბის­გან?

-  (ი­ცი­ნის) მთლად მა­გის გა­მო არ მი­უქ­მე­ბენ ჯა­რი­მებს.

-  ჯეკ ნი­კოლ­სონ­მა ვახ­შამ­ზე რომ დაგ­პა­ტი­ჟოს, რა­ზე ისა­უბ­რებთ?

-  ვა­ი­მე, დე­და (ი­ცი­ნის)! არც მი­ფიქ­რია ამა­ზე. ვგიჟ­დე­ბი ჯეკ ნი­კოლ­სონ­ზე. თუ დამ­პა­ტი­ჟებს სად­მე, აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ და ყვე­ლა­ფერ­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ.

-  ერ­თი კვი­რით რომ მოგ­ცენ ქვეყ­ნის მარ­თვის უფ­ლე­ბა, რას გა­ა­კე­თებ?

-  რა კითხ­ვე­ბი­ა, გა­მა­ნე­ბეთ თა­ვი. და­ვიწყო, რას გა­ვა­კე­თებ? ყვე­ლას პა­სუ­ხი ალ­ბათ ამ კითხ­ვა­ზე არის ის, რომ და­ეხ­მა­რე­ბა ღა­რი­ბებს და აა­შე­ნებს ქვე­ყა­ნას, მაგ­რამ მე რა­მე გან­სა­კუთ­რე­ბულს გა­ვა­კე­თებ. ავა­შე­ნებ­დი დიდ პარკს, იქ­ნე­ბა ტყე, მწვა­ნე მინ­დო­რი. სა­დაც და­ის­ვე­ნებ და პიკ­ნიკს მო­აწყ­ობ. ამას პრე­ზი­დენ­ტო­ბა არ სჭირ­დე­ბა. დი­დი ადა­მი­ა­ნი რომ ვი­ყო და ბევ­რი ფუ­ლი მქონ­დეს, ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ­დი.

-  რას აჩუ­ქებ­დი სა­ა­კაშ­ვილს?

-  სა­ა­კაშ­ვილს ვა­ჩუ­ქებ­დი აქ­სე­სუ­არს, რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის და­ვამ­ზა­დებ­დი. ტყა­ვის­გან შექ­მნი­ლი მუ­ქი ფე­რის სა­მა­ჯუ­რი მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი დე­ტა­ლე­ბით იქ­ნე­ბო­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ხე­ლით ამოვ­კემ­სავ­დი (ი­ცი­ნის).

-  მსა­ხი­ო­ბი რომ არ ყო­ფი­ლი­ყა­ვი, რა პრო­ფე­სი­ას აირ­ჩევ­დი?

-  მო­ცეკ­ვა­ვე, მხატ­ვა­რი ან ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი გა­მო­ვი­დო­დი. ად­ვო­კა­ტი და ექი­მი ვე­რას­დროს გავ­ხდე­ბო­დი. ად­რე კარ­გად ვმღე­რო­დი, მაგ­რამ შემ­დეგ სადღ­აც გა­მიქ­რა ეს ნი­ჭი. ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ა­ბა­რე­ო, რა­ტომ­ღაც თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი ვამ­ჯობ­ნე და ეს ნი­ჭი ჩაკ­ვდა ჩემ­ში (ი­ცი­ნის). სახ­ლში ხში­რად ვღი­ღი­ნებ.

-  რო­მე­ლია შე­ნი საყ­ვა­რე­ლი სა­ო­პე­რო არი­ა?

-  ვერ გეტყ­ვით რო­მე­ლი­ა, მი­ჭირს და­კონ­კრე­ტე­ბა.

-  ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ სა­ო­პე­რო ჟან­რში სე­რე­ნა­და რომ გიმ­ღე­როს, რა რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

-  (ი­ცი­ნის) გა­ვალ აი­ვან­ზე და სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვუს­მენ, კარ­გი მო­სას­მე­ნი იქ­ნე­ბა. ალ­ბათ იუ­მო­რის მიზ­ნით თუ მო­ვა, აბა, ალა­სა­ნი­ამ სე­რე­ნა­და რა­ტომ უნ­და მიმ­ღე­როს? თან სა­ო­პე­რო ჟან­რში (ი­ცი­ნის).

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება