პანიკის შედეგად მომხდარი ჭყლეტისას ინდოეთში 60 მომლოცველი დაიღუპა. როგორც უცხოური მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, ცენტრალურ ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატის ქალაქ დატიასთან 60 კილომეტრში მდებარე ტაძარში, რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით ათასობით მომლოცველი შეიკრიბა.
ჭყლეტა მაშინ მოხდა, როდესაც მომლოცველები მდინარე სინდხუს ხიდზე გადადიოდნენ. ამ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხიდი წუთი წუთზე ჩატყდებოდა, რასაც პანიკა მოჰყვა. მომლოცველთა ნაწილი ჭყლეტაში დაიღუპა, ნაწილი კი წყალში გადახტა და დაიხრჩო.
ვრცელდება მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვით, პოლიციამ ხელკეტების გამოეყენებით სცადა მომლოცველებში წესრიგის დამყარება, რამაც ჭყლეტა გამოიწვია.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.