დემი მურის ტანსაცმელს მილა კუნისი იცვამს

დემი მურის ტანსაცმელს მილა კუნისი იცვამს

მართალია ეშტონ კატჩერთან დაშორების შემდეგ დემი მურმა ხანგრძლივი დეპრესია დაძლია, მაგრამ კატჩერის ახალი რჩეული მილა კუნისი მაინც ახერხებს, რომ მას ნერვები მოუშალოს. საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ წვეულებაზე კუნისი დემის კაბით მივიდა. როდესაც მსახიობმა მის კაბაში გამოწყობილი კუნისის ფოტო გაზეთში ნახა, ისტერიკა დაეწყო და ძალიან განერვიულდა.

"როდესაც დემი და ეშტონი დაშორდნენ, კატჩერი იძულებული გახდა საცხოვრებლად სხვა სახლში გადასულიყო. როგორც ჩანს, ბარგის ჩალაგებისას, შემთხვევით ყოფილი მეუღლის კაბებიც წაიღო. მილამ ეშტონის ბინაში კაბები იპოვა და ჩაიცვა. წარმოიდგინეთ, რა სახე ექნებოდა დემის, როდესაც მეტოქეს, რომელმაც ქმარი წაართვა, საკუთარ კაბაში გამოწყობილს ნახავდა", - ამბობს დემის მეგობარი ჟურნალისტებთან საუბარში.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება