რა აკავშირებს გია სურამელაშვილის ყოფილ ცოლს ირაკლი ალასანიასთან

რა აკავშირებს გია სურამელაშვილის ყოფილ ცოლს ირაკლი ალასანიასთან

მომღერალ გია სურამელაშვილის პოპულარობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს ესროდა. გია კი ფილარმონიის დარბაზებს ავსებდა.

''ჯაბას ლუბიმჩიკი ვიყავიო'', ამბობდა ''რეიტინგთან'' ინტერვიუში მომღერალი. ჯაბა იოსელიანს გულისხმობდა. გოგონები მართლაც აფანატებდნენ იმ დროისთვის საკმაოდ უცნაურად, ორიგინალურად ჩაცმულ მომღერალზე.

მის სიმღერებზე ტიროდნენ და მასთან ხელით შეხებაზე ოცნებობდნენ. პოლიციას ბარიერი ჰქონდა გაკეთებული გიას ფანებსა და მომღერალს შორის. სწორედ ამ პერიოდს შეეწირა გიას ოჯახი.

მეუღლე, მაია კვესელავა, გიას გაშორდა და შვილი, ნუგო სურამელაშვილი გიას ოჯახს დაუტოვა. წლების განმავლობაში ბავშვს გიას დედა ზრდიდა.

მომღერალი ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში ყოფილ ცოლს ირონიულად იხსენებს, ეჭვიანობდა და ამიტომაც ვცემდიო, ამბობს. ჩვენ გიას ყოფილი მეუღლე მაია კვესელავა ვიპოვეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ.

მაიამ ინტერვიუზე უარი თქვა, არ მინდა, ჩემს შვილსა და რძალს ვაწყენინო, ამიტომ თავს შევიკავებო, თუმცა პირად საუბრებში გიას ფსიქიკურ პრობლემებს გაუსვა ხაზი, - ''იმ ინტერვიუზე მხოლოდ გამეცინა, რა უნდა ვუპასუხო, თუ შეამჩნიეთ, გიას ფსიქიკური პრობლემები აქვს.

22 წელია მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, რა უნდა ჩემგან, ვერ გავიგე. ცემას რაც შეეხება, მაგას ვერც გამიბედავდა, ყველაფრით ჩემსა და ჩემს ოჯახზე იყო დამოკიდებული''.

გია ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში იმასაც ამბობდა, ჩემი ყოფილი ცოლი ახლა ელიავაზე ''დაშლილებში'' მუშაობს, მძიმე პერიოდი უდგასო. ვერ გეტყვით, მაშინ იხუმრა თუ არა მომღერალმა, მაგრამ მაიას ფოტოები, რომელიც მის ''ფეისბუქზე'' ვნახეთ, აშკარად საპირისპიროს ამტკიცებს.

როგორც გავარკვიეთ, მაია პარტია ''ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების'' აქტიური წევრია. ''ფეისბუქის'' მის გვერდზე პარტიის ოფისში გადაღებული უამრავი ფოტოა. ახლა მაიას წინასაარჩევნო ციებ-ცხელება აქვს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება