ქართველი მომღერლები სოფელ დვანსა და დიცში მავთულხლართების გადმოწევას სიმღერით გააპროტესტებენ

ქართველი მომღერლები სოფელ დვანსა და დიცში მავთულხლართების გადმოწევას სიმღერით გააპროტესტებენ

ქართული ესტრადის სხვადასხვა თაობის მომღერლები სოფელ დვანსა და დიცში ოკუპანტების ქმედებას სიმღერით გააპროტესტებენ.

სიმღერისთვის, რომლის სახელწოდებაა "ჩვენ მომავლის გვწამს" ლექსი ნანა ცინცაძემ დაწერა. მუსიკა კაკი ბოლქვაძეს ეკუთვნის. სიმღერა "ემ სტუდიოში" იწერება. მალე ვიდეოკლიპიც მზად იქნება, სადაც სოფელ დვანში ჟურნალისტების აქციის ვიდეოკადრებიც შევა. 

კაკი ბოლქვაძე: აპოლიტიკური ადამიანი ვარ და სიმღერაც აპოლიტიკურია. საზოგადოებამ უნდა გამოთქვას პროტესტი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც ამ სოფლებში ხდება. მომღერლები სიმღერით გავაპროტესტებთ ამ უგუნურებას და მავთულხლართების გაბმას. მადლობა უნდა ვუთხრა ქართველ ჟურნლისტებს იმ აქციისთვის, რომელიც დვანში გამართეს. სტიმული სწორედ ამ აქციამ მომცა, რომელმაც ეს სიმღერა დამაწერინა.

თამრიკო ჭოხონელიძე: რაც ამ სოფლებში ხდება, ერთეული ადამიანების ახირებაა. მე ვიცი ინტელიგენციის აზრი, როგორც ქართული, ასევე რუსეთის, რომლებიც აპროტესტებენ მავთულხლართების გაბმას და დაპირსპირებას ორ ქვეყანას შორის. ერთეული ადამიანების უგუნურებას ყველაფერი ეწირება. მე ვდგავარ ჩემი კოლეგების გვერდით. ჩემი ქვეყნის ინტერესების დასაცავად უკან არ დავიხევ.

სხვა მომღერლებთან ერთად სიმღერას კაკი ბოლქვაძე, ვერიკო ტურაშვილი, კახა კუხიანიძე, ანი სირაძე, ბესო კალანდაძე, ანსამბლი "ფორტე", მიშა ზაქარეიშვილი, ზურა მანაგაძე, ეკა კვალიაშვილი, ნინი წიკლაური, სალომე ბაკურაძე, გოგა მესხი, გიორგი წიკლაური, ბიგ-თიკო, ნინო ძოწენიძე, ქეთი ორჯონიკიძე, ქეთი გომართელი, ვიკა ლოგუა, ფიქრია მეგრელაძე, პაატა თედიაშვილი, მანჩო, ანსამბლი "მეტეხი", სოფო ბედია, ლაშა რამიშვილი ასრულებენ.

მომღერლები სოფელ დვანსაც ეწვევიან, სადაც კონცერტს გამართავენ.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება