ჰიუ ჯეკმანმა დაბადების დღეზე 2 მლნ შეაგროვა

ჰიუ ჯეკმანმა დაბადების დღეზე 2 მლნ შეაგროვა

ავსტრალიელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა საკუთარი დაბადების დღე საქველმოქმედო საღამოდ აქცია. მსახიობმა ლოს-ანჯელესის The Dolby Theatre-ში 4500 სტუმარი შეკრიბა და საქველმოქმედო კონცერტი გამართა სახელწოდებით - One Night Only.

სტუმრებს შესასვლელ ბილეთში 100-დან 1000 დოლარამდე თანხა უნდა გადაეხადათ. სცენაზე კი მსახიობი ცეკვავდა, მღეროდა და ისტორიებს ყვებოდა. ვარსკვლავ სტუმრებს შორის იყვნენ დიზაინერი დაიან ფონ ფურშტენბერგი, მსახიობი კრისტენ დევისი და სხვა.

შედეგად, ჯეკმანის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე 2 მლნ დოლარი მოგროვდა. აღნიშნული თანხა ფონდ The Motion Picture & Television Fund-ში გადაირიცხება, რომელიც გასართობ ინდუსტრიაში დაკავებულთა ჯანდაცვაზე ზრუნავს.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება