მოგზაურობა სულის ყველაზე ბნელ კუთხეებში - ჯეიმს ფრანკოს ავტობიოგრაფიული ნოველა

მოგზაურობა სულის ყველაზე ბნელ კუთხეებში - ჯეიმს ფრანკოს ავტობიოგრაფიული ნოველა

მსახიობმა ჯეიმს ფრანკომ ვარსკვლავების "შავბნელი" მხარის შესახებ წიგნი გამოსცა. რომანის სახელწოდებაა Actors Anonymous.

"თქვენ გელოდებათ ველური და მოვლენებით დატვირთული მოგზაურობა მსახიობის სულის ყველაზე ბნელ კუთხეებში", - აღნიშნა ფრანკომ წიგნის ანოტაციაში.

ნოველის ძირითადი ნაწილი ავტობიოგრაფიას ეფუძნება და ის ანონიმური ალკოჰოლიკების ჯგუფის მუშაობის პრინციპითაა დაწერილი, რომელიც 12 ეტაპისგან შედგება. თითოეული თავი არის მსახიობთა მოულოდნელი აღსარება.

"ჰოლივუდი ყოველთვის იყო კერძო კლუბი, მე უნდა გართობდეთ თქვენ, მაგრამ მე ამაზე არ ვზრუნავ",- განაცხადა ჯეიმს ფრანკომ.

ცნობისთვის, მსახიობს უკვე აქვს დაწერილი 2 წიგნი. ფრანკო კალიფორნიის და კოლუმბიის უნივერსიტეტებში სწავლობდა. ამჟამად მსახიობი იელის უნივერსიტეტში სწავლობს, სადაც სამედიცინო ხარისხის მიღებას გეგმავს.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება