გუშინ ფერჯიმ და მისმა ქმარმა, მსახიობმა ჯოშ დუჰამელმა, 6 კვირის ვაჟი, აქსელი რთველში წაიყვანეს. რთველში ვარსკვლავურ წყვილთან ერთად მომღერლის მშობლებიც იმყოფებოდნენ. წყვილი არ მოერიდა ახალშობილის ვენახში წაყვანას, რომელიც სანტა-ბარბარაში მდებარეობს.
ფერჯიმ მოვლენის ამსახველი ფოტოები საკუთარ "ინსტაგრამზე" ატვირთა. მომღერალმა მამასთან, პატრიკ ფერგიუსონთან ერთად ვენახი - Ferguson Estate 2006 წელს გააშენა. მამა-შვილმა ლეიბლიც კი შექმნეს, რომლის სახელითაც რამდენიმე სახეობის ღვინოს ყიდიან.
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.