”მირაჟი” შოუ-ბიზნესის ”შავ სიაში” მოხვდა - ”კონცერტებზე გვბლოკავენ”

”მირაჟი” შოუ-ბიზნესის ”შავ სიაში” მოხვდა - ”კონცერტებზე გვბლოკავენ”

შოუ-ბიზნესის ე.წ. "შავი სიები" დღესაც მოქმედებს. ახლაც არსებობენ მომღერლები, რომლებსაც სხვადასხვა კონცერტზე პოლიტიკურ-იდეოლოგიური შეხედულების გამო ბლოკავენ. როგორც ჩანს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.

მუსიკალური ჯგუფის "მირაჟის" წევრები - ძმები პაატა და შოთა დუნდუები აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ ისინი კონცერტებში მონაწილეობას ვეღარ იღებენ. მუსიკოსები ამ თემაზე ხმამაღლა პირველად ალაპარაკდნენ. ისინი კულტურის სამინისტროს მოუწოდებენ, ხმამაღლა ითქვას, რა ნიშნით ხდება კონცერტებზე მომღერლების შერჩევა.

"26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დაახლოებით 150 მომღერალმა მიიღო მონაწილეობა გამართულ კონცერტებში, მე ვუსვამ კულტურის სამინისტროს კონკრეტულ კითხვას, ჩვენ არ გვაქვს ის რეიტინგი, რომ თუნდაც ამ სიაში 150-ე ვყოფილიყავით? იქნებ კეთილი ინებოთ, გამობრძანდეთ და გაგვცეთ პასუხი, ეს არის ის კითხვა, რომელსაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს", - აცხადებს შოთა დუნდუა.

"მირაჟის" წევრების თქმით, მათ სიმღერებს რადიო და ტელეჩარტებში საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, თუმცა ისინი სამთავრობო და კომერციულ კონცერტებზე მაინც იბლოკებიან.

"გვეუბნებიან, რომ არიან ვიღაც ზე-ადამიანები, ადამიანების ჯგუფი, ვისთანაც თურმე ჩვენ რაღაცები გვაქვს მოსაგვარებელი. არ ვიცი, ვისთან რა გვაქვს მოსაგვარებელი. ვიღაცები ზემოთ წყვეტენ. გვაინტერესებს, ვინ ადგენს მომღერლების ე.წ. "შავ სიას" და რატომ არ ვართ ჩვენ კონცერტებზე. რატომ ხდება ისე, რომ ერთი წლის წინ ყველგან ვიყავით და ერთი წლის თავზე საერთოდ აღარ გვაქვს მიწვევა ერთ კონცერტზეც კი? გადავხედოთ ტელე და რადიო რეიტინგებს და ვნახოთ, ჩვენ მოთხოვნადი აღარ ვართ? ჩვენი სიმღერები ყველგან ტრიალებს", - ამბობს პაატა დუნდუა.

მომღერლების თქმით, დიდ სცენაზე ბოლოს, გასული წლის სექტემბერში გამოვიდნენ.

თეა ბითაძე

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება