5 ყველაზე ჭკვიანი ვარსკვლავი

5 ყველაზე ჭკვიანი ვარსკვლავი

ხშირად ამბობენ, რომ ჰოლივუდში მხოლოდ გარეგნობით აფასებენ, მაგრამ ეს ვარსკვლავები სილამაზესთან ერთად ძალიან ჭკვიანები არიან. გთავაზობთ ჰოლივუდში მოღვაწე ყველაზე ჭკვიანი ვარსკვლავების რეიტინგს.

ნატალი პორტმანი: მსახიობი ნატალი პორტმანი მხოლოდ გადასაღებ მოედანზე არ ბრწყინავს, ის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი სტუდენტი იყო. ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰარვარდის უნივერსიტეტის დიპლომი აქვს. ფლობს 6 უცხო ენას: ებრაულს, ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულს, იაპონურსა და ესპანურს. მისი ნაშრომები ორჯერ დაიბეჭდა სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში.

კვენტინ ტარანტინო: ოსკაროსანი რეჟისორი კვენტინ ტარანტინო ყოველთვის ლიდერობს სიას, სადაც მაღალი IQ-ს მქონე სელებრითები ხვდებიან. მისი IQ 160-ია.

მიუხედავად ამისა, სკოლაში სიარული არასდროს უყვარდა. ლექციებზე სიარულის ნაცვლად საინტერესო სცენარს წერდა და ფილმებს იღებდა.

შერონ სტოუნი: 90-იანი წლების სექს-სიმბოლოს, შერონ სტოუნის IQ 154-ია. მაღალი ქულებისა და ბეჯითად სწავლის გამო პენსილვანიის კოლეჯში 15 წლის ასაკში მოიპოვა საკმაოდ დიდი სტიპენდია. შერონი კოლეჯში სახვით ხელოვნებას სწავლობდა. კოლეჯის ბიბლიოთეკაში დღემდეა შემონახული ჩანაწერები, სადაც მოსწავლეები საკუთარ თავს ახასიათებენ. "გონებაჩლუნგი, მახინჯი იხვის ჭუკი", - ასე ახასიათებს საკუთარ თავს დღემდე ყველაზე სასურველი ქალი.

კოლინ ფერტი: მსახიობი კოლინ ფერტი მხოლოდ ეკრანზე განსახიერებული როლებით მოპოვებული ჯილდოებით არ ამაყობს, მას სამედიცინო დარგში სამეცნიერო ნაშრომების მთელი არსენალი აქვს. 

ჯოდი ფოსტერი: მსახიობი ჯოდი ფოსტერი იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ის ფრანგულ ენასა და ლიტერატურას სწავლობდა. ვარსკვლავი თითქმის ყველა ინტერვიუში სიამაყით აცხადებს, რომ ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და პრესტიჟულ უნივერსიტეტში სტიპენდია ჰქონდა დანიშნული.

მომზადებულია yahoo.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება