შეიარაღებული და განსაკუთრებით საშიში

შეიარაღებული და განსაკუთრებით საშიში

ბოლო წლების განმავლობაში, რობოტიზირებული საბრძოლო სისტემები დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეიარაღებული რობოტის შექმნაზე მსოფლიოს არაერთი მოწინავე ქვეყანა მუშაობს. ასეთ რობოტებს ამერიკელი სამხედროები ავღანეთშიც ცდიან. გარკვეულ წარმატებებს ევროპელებმა და ისრაელმაც მიაღწია. თუმცა გამოკვეთილ ლიდერად აშშ ითვლება. ამის დასტური ფორტ ბენინგში ჩატარებული 4 დღიანი გამოფენაა, რომელშიც მონაწილეობა ამერიკის მოწინავე რობოტმშენებელმა კომპანიებმა მიიღეს. მათ შორის იყო "ახალგამომცხვარი" HDT Robotics.

მის პირმშოს - საბრძოლო რობოტ HDT Protector-ს ბრძოლის ველზე ცეცხლის გახსნა, ტვირთის გადატანა (570 კგ) და ნაღმების გაუვნებელყოფაც შეუძლია. ტყვიამფრქვევით შეიარაღებული უნივერსალური მუხლუხა რობოტი შესაბამისი სამიზნე სისტემებითაა აღჭურვილი და დამიზნებით სროლა 150 მ-მდე დისტანციაზე შეუძლია.

მისი დისტანციური მართვა მცირე ზომის სპეციალური კონტროლერიდან ხდება, რომელიც ვიდეოთამაშების ჯოისტიკს უფრო წააგავს. დისტანციური სისტემა რობოტის მართვას 1 კილომეტრის რადიუსში უზრუნველყოფს. მსგავსი ტექნიკა მათში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიების სიუხვით გამოირჩევა. ამ შემთხვევაში გამონაკლისი არც Protector-ია, რომელსაც კრუიზ-კონტროლის ფუნქციაც აქვს. ოპერატორს შეუძლია მიუთითოს მოძრაობის სიჩქარე, მიმართულება და ხანგრძლივობა. დანარჩენს კი რობოტი თავს დამოუკიდებლად გაართმევს.

ანალიტიკოსების აზრით, უახლოეს პერიოდში, თანამედროვე არმიების რიგებში რობოტები ფეხს მყარად მოიკიდებენ. ამერიკელი სპეციალისტების შეფასებით, 10 წლის შემდეგ აშშ-ის არმიაში ყოველ 10 ჯარისკაცზე 1 რობოტი მოვა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytechinfo.org-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე