15 წლის შემდეგ ჯონი დეპისა და კეიტ მოსის შერიგება პოლ მაკარტნიმ შეძლო

15 წლის შემდეგ ჯონი დეპისა და კეიტ მოსის შერიგება პოლ მაკარტნიმ შეძლო

პოლ მაკარტნი ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ყველაზე ექცენტრული წყვილის, მსახიობ ჯონი დეპისა და სუპერმოდელ კეიტ მოსის შერიგება შეძლო.

წყვილი ერთმანეთს ბოლო 15 წელია არ ელაპარაკება, მაგრამ ახლა შერიგდნენ და ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე გაუწევენ პარტნიორობას. მაკარტნიმ გადაწყვიტა, ახალი სიმღერის "დედოფლის თვალი" ვიდეოკლიპში ჯონი და კეიტი გადაიღოს.

"ისინი ჩემი და ჩემი ქალიშვილის, სტელას მეგობრები არიან. ძალიან გამიმართლა, რომ თანამშრომლობაზე დამთანხმდნენ", - განაცხადა მუსიკოსმა ჟურნალისტებთან საუბარში.

"წყვილი სკანდალით დაშორდა და ერთმანეთს უამრავი ტკივილი მიაყენეს. ბოლო 15 წელია ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და ერიდებიან წვეულებებს, სადაც შეიძლება შეხვდნენ. თუმცა, როდესაც პოლ მაკარტნი დაგირეკავს და დახმარებას გთხოვს, რთულია მას უარი უთხრა", - ამბობს კეიტის მეგობარი.

შეგახსენებთ, წყვილი ერთმანეთს 1994 წლიდან 1998 წლამდე ხვდებოდნენ. ნიშნობის ცერემონიალიდან რამდენიმე თვეში კი ერთმანეთს სკანდალით დაშორდნენ. კეიტი ვერ იტანს ფრანგ მსახიობსა და მომღერალ ვანესა პარადის, რადგან ჯონი დეპმა წორედ მასთან შექმნა ოჯახი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება