შვეიცარიამ საბანკო საიდუმლოების შენახვაზე უარი თქვა

 შვეიცარიამ საბანკო საიდუმლოების შენახვაზე უარი თქვა

შვეიცარიამ საბანკო საიდუმლოების შენახვაზე უარი თქვა. ამერიკული The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 15 ოქტომბერს შვეიცარიამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან ხელი მოაწერა კონვენციას ამავე ორგანიზაციასთან საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის შესახებ.

კონვენცია ხელმომწერი ქვეყნების მთავრობებს ავალდებულებს ხელი შეუწყოს საერთაშორისო მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ინფორმაციის მიწოდებას საგადასახადო შემოწმებებისა და საგადასახადო პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში. ეს დოკუმენტი განიხილება როგორც შუალედური ეტაპი უფრო კონკრეტული შეთანხმების, რომლის თანახმადაც, საგადასახადო გადარიცხვების შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გაიცვლება დაინტერესებულ ქვეყნებს შორის შეთანხმებით.

ამ კონვენციისათვის შვეიცარიის მიერთება კითხვის ქვეშ აყენებს იმას, რაც ამ ქვეყნისადმი იმ ბიზნესმენთა ინტერეს იწვევდა, რომლებიც დაინტერესებული არიან თავიანთი აქტივებისა და საბანკო საიდუმლოების დაფარვაში. შვეიცარია მსოფლიოში უმსხვილესი ოფშორული ცენტრია და შედის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნების ე.წ. "ნაცრისფერ სიაში". ამ სიაში ორგანიზაციას ის ქვეყნები შეჰყავს, რომლებიც მისი აზრით, არასაკმარის ძალისხმევას ახორციელებს გადასახადის სრულად გადახდასა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში.

შვეიცარიამ კონვენციას მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც გ-20 ქვეყნებმა პეტერბურგში განიხილეს გადასახადისაგან თავის არიდების ღონისძიებები და გამოთქვეს იმედი, ამ კონვენციასთან ყველა იურისდიქციების მიერთების შესახებ.

The Financial Times წერს, რომ შვეიცარიის მხრიდან აღნიშნულ კონვენციაზე ხელმოწერა ქვეყნის ავტომატურად მიერთებას არ ნიშნავს. დოკუმენტის რატიფიცირებაზე თანხმობა პარლამენტმა უნდა მიიღოს. შემდეგ, იგი გატანილი იქნება რეფერენდუმზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შვეიცარია კონვენციას რატიფიცირებას 2013 წელს ვერ შეძლებს.

მომზადებულია The Wall Street Journal-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა