ვეგეტარიანული ფესტივალი ტაილანდში

ვეგეტარიანული ფესტივალი ტაილანდში

ტაილანდში, კუნძულ ფხუკეტზე ტრადიციული ვეგეტარიანული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი 9 დღეს გაგრძელდა.

ღონისძიების მონაწილენი სხვადასხვა ბასრი ნივთების გამოყენებით რიტუალურ პირსინგს ატარებენ. რიტუალის მიზანი თანამემამულეებისთვის წარმატების მოტანა და ბოროტი სულების დაფრთხობაა. თუმცა სანახაობა არა მხოლოდ ბოროტ სულებს აშინებს. სუსტი გულის პატრონებს ამ ფოტოების ნახვას არ ვურჩევდით.

სახიფათო რიტუალი ფხუკეტში ყოველწლიურად სულ უფრო მეტ უცხოელ ტურისტს იზიდავს, რომელთათვისაც მისი არსი რთულად გასაგებია და ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა სურთ.

გთავაზობთ სააგენტო "როიტერის" გადაღებულ ფოტოებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია fototelegraf.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა