მონიკა ბელუჩიმ სილამაზის საიდუმლო გაამხილა

მონიკა ბელუჩიმ სილამაზის საიდუმლო გაამხილა

მსახიობმა მონიკა ბელუჩიმ ჟურნალ Prestige-ის ოქტომბრის ნომრის გარეკანი დაამშვენა, Dolce & Gabbana-ს სამოსი მოირგო და საკუთარი სილამაზის საიდუმლოზე ისაუბრა.

"ისევე როგორც ყველა ქალი, ძილის წინ ყოველთვის ვიბან. ვიყენებ კარგ მსუბუქ დამატენიანებელ კრემს. კიდევ, ვცდილობ ბევრი წყალი ვსვა, რადგან შიგნიდან დატენიანებას არანაკლებ მნიშვნელოვნად ვთვლი. ძალიან მიყვარს მაკიაჟი. ვფიქრობ, ამ ინდუსტრიაში რომ არ მემუშავა, მას მაინც გავიკეთებდი. მაკიაჟს მაშინაც ვატარებ, როცა ჩემს პირად საქმეებზე დავდივარ. ჩემს დამოკიდებულებას ქალურობასთან ძალიან გრძელი ისტორია აქვს - დედა და ორივე ბებია ძალიან ქალურები იყვნენ და თავის მოვლა უყვარდათ",- ამბობს მსახიობი.

"ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია შენს საჯარო იმიჯსა და შენს შინაგან სამყაროს შორის სხვაობა გააცნობიერო. მიღებენ ფილმებში, გლამურული ჟურნალების გარეკანისთვის და სარეკლამო კამპანიებში, ყველაფერი ეს გარკვეულ იმიჯს აყალიბებს, რომელიც შენი ნაწილი ხდება და სიტუაციას მთლიანობაში სულაც არ ასახავს. რა თქმა უნდა, კომპლიმენტების მოსმენა მსიამოვნებს, მაგრამ იმიჯის არ მჯერა. მნიშვნელოვანია დისტანცია დაიჭირო შენს თავსა და იმიჯს შორის. შენ იდეალური იმიჯი არ ხარ. შენ რეალური ქალი ხარ",- აღნიშნა მსახიობმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოზადებულია Prestige-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: ძალიან ქალური და ძალიან იტალიური - მონიკა ბელუჩი Figaro-ს ფოტოსესიაში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება