ვარ­სკვლა­ვე­ბის მავ­ნე ჩვე­ვე­ბი - "ა­ხა­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა ავიკ­ვი­ა­ტე, გი­ჟი­ვით ვუ­ყუ­რებ თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს"

ვარ­სკვლა­ვე­ბის მავ­ნე ჩვე­ვე­ბი - "ა­ხა­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა ავიკ­ვი­ა­ტე, გი­ჟი­ვით ვუ­ყუ­რებ თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს"

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მავ­ნე ჩვე­ვე­ბის მო­ძი­ე­ბი­სას აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ძი­რი­თა­დი მავ­ნე ჩვე­ვა, რაც ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს აერ­თი­ა­ნებს, სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა­ა. თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ სურს მო­წე­ვას თა­ვი და­ა­ნე­ბოს, მაგ­რამ ამას ვერ ახერ­ხებს...

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლი­ტა ჩუ­ბი­ნი­ძე არც სვამს და არც ეწე­ვა, თუმ­ცა ბავ­შვო­ბა­ში ერ­თი მავ­ნე ჩვე­ვა ჰქო­ნი­ა, რო­მელ­საც მშობ­ლე­ბის დი­დი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად გა­დას­ჩვე­ვი­ა. სა­ლი­ტა: "მო­უს­ვე­ნა­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მახ­სოვს, ძი­ლის წინ თითს პირ­ში ვი­დებ­დი, მე­ო­რე ხე­ლით კი პი­ჟა­მას ქსო­ვილს "ვაწ­ვა­ლებ­დი" და ისე ვი­ძი­ნებ­დი ხოლ­მე. ეს მავ­ნე ჩვე­ვა მე-7 კლა­სამ­დე გამ­ყვა, რის გა­მოც არა მარ­ტო მშობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბიც კი ძა­ლი­ან ღე­ლავ­დნენ; რა არ გა­ა­კე­თეს, ეს მავ­ნე ჩვე­ვა რომ და­მე­ვიწყ­ე­ბი­ნა, ერ­თხელ ხე­ლებ­ზე წი­წა­კაც კი წა­მის­ვეს და მარ­თა­ლი­ა, ძა­ლი­ან გავ­მწარ­დი, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს იგი­ვე გა­ვი­მე­ო­რე. ასე­თი რამ ერ­თი­-ორ­ჯერ გან­მე­ორ­და და რო­გორც იქ­ნა გა­და­ვეჩ­ვი­ე"...

ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი ნი­ნო ორ­დე­ნი­ძე მთა­ვარ მავ­ნე ჩვე­ვად სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას მი­იჩ­ნევს: "მავ­ნე ჩვე­ვებს რა და­ლევს, მაგ­რამ მათ შო­რის უპირ­ვე­ლე­სი სი­გა­რე­ტი­ა. ახ­ლა ახა­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა ავიკ­ვი­ა­ტე, გი­ჟი­ვით ვუ­ყუ­რებ თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს (ი­ცი­ნის). ისე, გა­მო­გი­ტყდე­ბით, რომ ჭო­რა­ო­ბაც მიყ­ვარს"...

მავ­ნე ჩვე­ვად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მსა­ხი­ობ დუ­ტა სხირ­ტლა­ძის არა­პუნ­ქტუ­ა­ლუ­რო­ბა. ვინც მსა­ხი­ობს იც­ნობს, ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბა, რომ ის ყველ­გან აგ­ვი­ა­ნებს. ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მსა­ხი­ო­ბი თა­ვა­დაც აღი­ა­რებს, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, მი­სი მი­ზე­ზით გა­და­ღე­ბაც კი ჩაშ­ლი­ლა, რად­გან დი­ლით ჩას­ძი­ნე­ბი­ა...

მავ­ნე ჩვე­ვად მი­იჩ­ნევს სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას მო­დე­ლი კრის­ტი ყიფ­ში­ძეც. თუმ­ცა, რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნაცხ­ა­და, დი­დი მწე­ვე­ლი არ არის და არის პე­რი­ო­დე­ბი, რო­ცა სი­გა­რეტს სა­ერ­თოდ არ ეწე­ვა, მაგ­რამ ჩან­თა­ში მუდ­მი­ვად უდევს...

იუ­მო­რისტ ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლის მავ­ნე ჩვე­ვა სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა და ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მარ­თვა­ა, რის გა­მოც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ხში­რად აჩე­რე­ბენ, თუმ­ცა პატ­რულს სა­ა­კაშ­ვი­ლის ხმით ესა­უბ­რე­ბა, ამ­ხი­ა­რუ­ლებს და თავს იო­ლად აღ­წევს...

აღ­მოჩ­ნდა, რომ არც ეწე­ვა და არც სვამს მსა­ხი­ო­ბი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი. უფ­რო მე­ტიც, ის ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს მის­დევს და ხში­რად სე­ირ­ნობს.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება