კეტი ჰოლმსმა რომანი გააბა მისი ყოფილი ქმრის, ტომ კრუზის მეგობართან, ჯეიმი ფოქსთან, - წერენ ამერიკული მედიასაშუალებები. ვარსკვლავების ოფიციალური წარმომადგენლები რომანს არ ადასტურებენ.
პრესაში წერენ, რომ კეტი ცოტა ხნის წინ ჯეიმი ფოქსთან ერთად ერთ-ერთ სასტუმროში შეამჩნიეს. ფოქსი ნიუ-იორკში ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა, როდესაც მას ჰოლმსმა სასტუმროს ნომერში მიაკითხა. როგორც სასტუმროს თანამშრომლები აცხადებდნენ, მსახიობი ფოქსთან ერთად ერთ ნომერში გაჩერდა.
შეგახსენებთ, მსახიობები კეტი ჰოლმსი და ტომ კრუზი 2012 წელს დაშორდნენ. მათი დაშორების მიზეზი ჰოლივუდის ვარსკვლავის საეინტოლოგიით გადამეტებული გატაცება გახდა. აგვისტოში ოფიციალური განქორწინების შემდეგ მათი ერთადერთი ქალიშვილი დედასთან დარჩა, მამას კი მისი ნებისმიერ დროს ნახვის უფლება აქვს. ეს გაყრა ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და უკონფლიქტო აღმოჩნდა.
მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.