"ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-13 მონაწილეზე ტელევიზიებმა ნამდვილი ნადირობა გააჩაღეს

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-13 მონაწილეზე ტელევიზიებმა ნამდვილი ნადირობა გააჩაღეს

24 წლის ქეთი ხატიაშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-13 მონაწილეა. ის მაყურებლის რჩეულია, სწორედ "ლაიქების" რაოდენობით აჯობა კონკურსში მონაწილეობის დანარჩენ მსურველებს და ვარსკვლავებს შორის საპატიო ადგილი დაიკავა.

შოუს პირველ ტურზე ქეთიმ დაამტკიცა, რომ ღირსეულ კონკურენციას გაუწევს დანარჩენ ვარსკვლავებს.

- ტელევიზიის საშუალებით გავიგე ამ კონკურსის შესახებ. შვებულებაში ვიყავი და მეტი დრო მქონდა. რადგან იყო შანსი, გამოვიყენე. ვიდეო ჩემი ყოფილი ჯგუფელების რჩევითა და დახმარებით გადავიღეთ. ორი კვირა ვემზადებოდი, ცეკვის მოძრაობები მასწავლეს. ატვირთვიდან პირველივე დღეს დიდი გამოხმაურება იყო. ჯერ ივლისის ბოლოს ველოდებოდი შედეგს, მერე აგვისტოს ბოლოს, მერე ეს ლოდინი ნერვიულობაში გადაიზარდა. კონკურსანტებმა ინტერნეტით გავიცანით ერთმანეთი... ეს ვიდეო რომ დავდე, "რუსთავი 2"-დან "ნიჭიერში" მეპატიჟებოდნენ, "მაესტრომ" სამსახური შემომთავაზა. მივხვდი, ბევრი ხალხი უყურებდა. ოცნების დონეზე ვფიქრობდი, გამარჯვების შემთხვევაში როგორ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ რომ გავიმარჯვე, იმხელა სტრესი მივიღე, არაფერიც არ შეცვლილა. იმ დილას "იმედში" მიმიყვანეს. გაოგნებული ვიყავი. მითხრეს, ყველაფერი გადადე, არაფერი დაგეგმოო. მივხვდი, სერიოზულ საქმეს ვკიდებდი ხელს.

- რისი გადადება მოგიხდათ?

- ყველაფრის. ორ სამსახურში ვმუშაობდი. ფიტნესინსტრუქტორი ვარ, ზუ­მბას ვატარებ. ეს არის ფიტნესის ახალი სახეობა, ცეკვები მარტივი მოძრაობებით. ახლა შემოდის საქართველოში. მე ტრენინგები სტამბოლში გავიარე. ორივე სამსახურში მითხრეს, რომ დამელოდებიან.

- რა პროფესიის ხარ?

- თავიდან ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩავაბარე, რადგან სპორტსმენი ვიყავი, ტანმოვარჯიშე. სამწუხაროდ, ეს სასწავლებელი დაიხურა და ილიას უნივერსიტეტში გადავედი, უცხო ენებისა და სამართლის ფაკულტეტზე. თუმცა სპორტი ჩემი ცხოვრებაა. დედა უკრაინელი მყავს, 6 წლამდე იქ ვცხოვრობდი. იქ დავიწყე მხატვრულ ტანვარჯიშზე სიარული. როცა ჩამოვედი, ქართული არ ვიცოდი. რუსულენოვანი მწვრთნელები ვნახეთ და ამ სახეობაში ვარჯიში გავაგრძელე. ენერგიას არ ვზოგავდი, ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა სკოლა, რომ ვარჯიში მომესწრო.

- ქეთი, როგორც ვიცი, გათხოვილი ხარ. მეუღლე რა პროფესიის არის?

- ჩემი ქმარი, ლევან ვადაჭკორია, ბიზნესმენია, გადაზიდვების საკუთარი კომპანია აქვს. ერთი შვილი გვყავს, ანასტასია, ორი წლის.

- მომავალი ქმარი როგორ გაიცანი?

- "მის სპორტი" ტარდებოდა, სად­აც ტანმოვარჯიშეებიც გამოვდიოდით. ლევანის ბიძა, კახა ბასილია ატარებდა კონკურსს. იქ მნახა. მერე გამეცნო. შემდეგ ბათუმში შეკრებები მქონდა, ჩამომაკითხა. ბაქოშიც ვიყავით ორი თვით, იქაც ჩამოვიდა და ასე ნელ-ნელა მომხიბლა. ჩემი მეუღლე ჩოგბურთელია. მოსკოვში თამაშობდა, კარგი რეიტინგიც ჰქონდა, მაგრამ მერე მხრის ტრავმა მიიღო და თავი დაანება.

- "რუსთავი 2"-დან შემომთავაზეს "ნიჭიერში" მონაწილეობაო, მითხარი, ვინ დაგიკავშირდა?

- ჯერ "ფეისბუქით" დამიკავშირდნენ, მერე სატელეფონო საუბარი გვქონდა. მეუბნებოდნენ, რა იცი, მოხვდები თუ არა მაგ პროექტში, შანსი არ გაუშვაო. ჩემი ოცნება "ცეკვავენ ვარსკვლავები" იყო. რომც არ მოვხვედრილიყავი, "ნიჭიერში" მაინც არ გამოვიდოდი. ეს კონკურსი საჩემო არ არის.

- "მაესტროდან" რა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გქონდა?

- "მაღვიძარაში" სპორტული რუბრიკა უნდა წამეყვანა. გადაცემების ჩაწერაც დავიწყეთ, მაგრამ თავიდანვე ვუთხარი, თუ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გავიდოდი, "იმედზე" წავიდოდი. უხერხულ მდგომარეობაში კი ჩავვარდი, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შემოსავალი აქედან არ მექნებოდა, "იმედი" ვარჩიე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება