სალომე ზურაბიშვილი - "ეს საპრეზიდენტო არჩევნებია თუ ქუჩური გარჩევა?"

სალომე ზურაბიშვილი - "ეს საპრეზიდენტო არჩევნებია თუ ქუჩური გარჩევა?"

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გამართულ დებატებს სამარცხვინოს უწოდებს.

"სამარცხვინო საპრეზიდენტო დებატები.... დაკონკრეტებაც არ სჭირდება! ... მაგრამ ერთი კითხვა მაინც გამიჩნდა: რა ნიშნით და რა უცნაური წესის გამოყენებით გახდა ერთ-ერთი არჩევნების გამყალბებელი ხარატიშვილი (მეორე ბაქრაძე, იქვე ედგა გვერდში) კვალიფიციური სუბიექტი იმ ახალი პარტიით, რომელიც ახლა გამოიჩეკა... და პრეტენზია აქვს ევროპული და დემოკრატიული გზა წარმოადგინოს... და კიდევ ერთი: თარგამაძის პოლიტიკური დანიშნულება ყოველთვის ნათელი იყო, მაგრამ მაინც ვერ მოვიწონებ "მომავალი" პრეზიდენტის ტონს, როცა კონკურენტს მიმართავს ძველბიჭური "შენობით" ... ეს საპრეზიდენტო არჩევნებია თუ ქუჩური გარჩევა ?", - წერს ზურაბიშვილი.

ყოფილი მინისტრი პრემიერის გაცხადებასაც ეხმაურება, რომელიც მან ცენტრალური რადიოსადგურებისა და ბეჭდური გამოცემების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, "თუ იქნება მეორე ტური, პრეზიდენტად ბაქრაძე მოვა, მიშას პრემიერობაზე ჰქონდა დიდი აქცენტი, პრემიერად წამოაყენებს და ღმერთმა მოგახმაროთ და ძველი ტაშ-ფანდური გექნებათ ისევ. გიორგი მარგველაშვილმა მხარდაჭერის 60%-ზე ნაკლები რომ მიიღოს, ესეც შეურაცხმყოფელი იქნება ჩემთვის".

"ვერ გავიგე 97%-ით დარწმუნებულია, რომ მარგველაშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს და ამავე დროს მეორე ტური თუ იქნაო, ბაქრაძე გაიმარჯვებს და მიშას მოიყვანს პრემიერადო.... ნუთუ იმას გვიმტკიცებს, მარგველაშვილი იმდენად სუსტია, რომ დღევანდელ საქართველოში ვერავის გაუწევს კონკურენციას მეორე ტურში .... თუნდაც ბაქრაძეს? თუ კიდევ მუქარების ლოგიკაა: თუ არ მიცემთ ხმას მარგევლაშვილს, მე წავალ, ფულს არ ჩავდებ საზოგადოებრივ საქმეში და მიშა დაბრუნდება. მგონი, ქართველი ამომრჩეველი ცოტა უფრო მეტის ღირსია: მეტი სერიოზული პოლიტიკური დისკურსიის, სერიოზული დებატებისა და არჩევანის თავისუფლებისა! ისე რომ არასოდეს ამ ქვეყანაში არავინ იყოს დარწმუნებული რომ 97%-ით გაიმარჯვებს!", - დაწერა ზურაბიშვილმა.

გუშინ პირველად საქართველოს ისტორიაში საპრეზიდენტო კანდიდატებს (გიორგი მარგველაშვილი, დავით ბაქრაძე, გიორგი თარგამაძე, ზურაბ ხარატიშვილი) შორის დებატები გაიმართა. დებატები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში შედგა. თითოეულმა მონაწილემ 4 კითხვას უპასუხა და მათ თითოეულ კითხვაზე პასუხის გასაცემად 2 წუთი ჰქონდათ.

იხილეთ ასევე: პირველი საპრეზიდენტო დებატები საქართველოში და კანდიდატების ყველაზე მწვავე გამონათქვამები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს