ტომ იორკმა ახალი კლიპი წარმოადგინა

ტომ იორკმა ახალი კლიპი წარმოადგინა

ტომ იორკის ჯგუფმა Atoms for Peace ახალი კლიპი წარმოადგინა. სიმღერა Before Your Very Eyes "იუთუბის" ოფიციალურ არხზე გუშინ გამოქვეყნდა.

კლიპი შერეული ტექნიკითაა გადაღებული . Before Your Very Eyes მესამე ვიდეოკლიპია Atoms for Peace-ის სადებიუტო ალბომიდან - Amok. ფირფიტა გაყიდვაში 2013 წლის თებერვალში გამოვიდა.

Atoms for Peace წარმოადგენს Radiohead-ის სოლისტის, ტომ იორკის სლაიდ-პროექტს. ჯგუფი 2009 წლის იანვარში შეიქმნა. იორკის გარდა, ჯგუფში შედიან Red Hot Chili Peppers-ის ბასისტი ფლი, Radiohead-ის პროდუსერი ნაიჯელ გოდრიჩი, დასარტყამი ინსტრუმენტები - ჯოუი უერონკერი და პერკუსიონისტი მაურო რეფოსკო.

მომზადებულია lenta.ru -ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება