ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ქართველი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი

ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ქართველი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი

გე­მოვ­ნე­ბა­ზე ყველ­გან და ყო­ველ­თვის კა­მა­თო­ბენ. რუბ­რი­კა "რე­ი­ტინ­გში" სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ან ქალ­ბა­ტო­ნებს წარ­მო­გიდ­გენთ. "რე­ი­ტინ­გი" ოთხ სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნერს ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ვად­გე­ნი­ნეთ.

სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი

სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, დი­ზა­ი­ნე­რე­ბის შე­ფა­სე­ბით, ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი­ა. მა­თი თქმით, გე­მოვ­ნე­ბა მხო­ლოდ ჩაც­მით არ გა­ნი­საზღ­ვრე­ბა. გაც­ვია ის, რაც გიხ­დე­ბა და არა ის, რა მარ­კა აქვს ამა თუ იმ "კოფ­თას" ან ჩან­თას. სა­ლო­მეზე მხო­ლოდ და­დე­ბი­თის თქმა შეგვიძლია. მო­სა­წო­ნია მი­სი ჩაც­მის და ცხოვ­რე­ბის სტი­ლი. მი­სი დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. სა­ლო­მეს ყო­ველ­თვის ჰქონ­და და ახ­ლაც აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბლი.

მა­კა ასა­თი­ა­ნი

მა­კა ასა­თი­ა­ნი ერ­თ-ერთ ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ან და ლა­მაზ ქალ­ბა­ტო­ნად მი­იჩ­ნე­ვა. ის დი­ზა­ი­ნე­რებ­მა ათე­უ­ლის წამ­ყვან პო­ზი­ცი­ა­ზე სწო­რედ ამი­ტომ და­ა­სა­ხე­ლეს. მი­სი სტი­ლი ყო­ველ­თვის დახ­ვე­წი­ლი­ა. უხ­დე­ბა რო­გორც სპორ­ტუ­ლი, ისე კლა­სი­კუ­რი და ყო­ველ­დღი­უ­რი სა­მო­სი. გარ­და იმი­სა, რომ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ქა­ლი­ა, ძა­ლი­ან ლა­მა­ზია და ამა­ში ყვე­ლა დაგ­ვე­თან­ხმე­ბა. მა­კას ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად და დახ­ვე­წი­ლა­დ აც­ვია და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს.

ანუ­კი არე­ში­ძე

ე­ნერ­გე­ტი­კის მი­ნისტრ კა­ხი კა­ლა­ძის მე­უღ­ლე ყო­ველ­თვის იყო და რჩე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში. მო­დე­ლი და დი­ზა­ი­ნე­რი მის­მა კო­ლე­გებ­მა გე­მოვ­ნე­ბი­ან ქალ­ბა­ტო­ნად მი­იჩ­ნი­ეს. ანუ­კის ყო­ველ­თვის გე­მოვ­ნე­ბით და მოდურად აც­ვი­ა, სა­ოც­რად შვე­ნის ელე­გან­ტუ­რი და კლა­სი­კუ­რი სტი­ლის სა­მო­სი.

ლი­კა ქორ­ქია

ლი­კას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გე­მოვ­ნე­ბა აქვს. ის მო­დის დი­დი მოყ­ვა­რუ­ლი­ა. არა­სო­დე­საა ამო­ვარ­დნი­ლი მო­დის ტენ­დენ­ცი­ე­ბი­დან. გე­მოვ­ნე­ბით უხა­მებს სა­მოსს აქ­სე­სუ­ა­რებს. ლი­კას ყო­ველ­თვის სა­უ­კე­თე­სო ხარ­ხის ფეხ­საც­მე­ლი აცვია. მი­სი სა­მო­სი მო­დუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არის შერ­ჩე­უ­ლი.

ლი­კა ევ­გე­ნი­ძე

ლი­კას გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს სამ­კა­უ­ლე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. ის ქა­ლუ­რი, დახ­ვე­წი­ლი და მომ­ხიბ­ლა­ვი­ა. ამ­შვე­ნებს კლა­სი­კუ­რი სა­მო­სი და უკან გა­და­წე­უ­ლი თმა. იგ­რძნო­ბა, რომ ამ ქალ­ბა­ტონს კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა აქვს, რაც მის ში­ნა­გან კულ­ტუ­რა­ზე მეტყ­ვე­ლებს.

ნი­ნი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი

ნი­ნი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, დი­ზა­ი­ნე­რე­ბის შე­ფა­სე­ბით, "სუ­პერ­გო­გო­ა", კარ­გად იცის, სად რა ჩა­იც­ვას. კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა და ხედ­ვა აქვს. იცის, რა უხ­დე­ბა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად უხა­მებს ფე­რებს, მუ­დამ მოვ­ლი­ლი და დახ­ვე­წი­ლი­ა.

თი­კა ფა­ცა­ცია

თი­კას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხა­სი­ა­თი აქვს, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი­ა, მის­გან ყო­ველ­თვის და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი მო­დის. შე­უძ­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი სტი­ლის სა­მოს­ში ელე­გან­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს. დი­ზა­ი­ნე­რე­ბის თქმით, მას რჩე­ვა სა­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა კლა­სი­კუ­რი სტი­ლი უფ­რო შვე­ნის.

ლე­ლა წურ­წუ­მია

ლე­ლა გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ქა­ლი­ა. მის­თვის მთა­ვა­რია გა­რეგ­ნუ­ლი იმი­ჯი, ამი­ტომ ის ყო­ველ­თვის ახ­ლის ძი­ე­ბა­ში­ა. ლე­ლა კარ­გად ირ­გებს ყვე­ლა­ნა­ი­რი სტი­ლის სა­მოსს. ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლია სცე­ნა­ზე, რა­საც ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

ნი­ნო ჩხე­ი­ძე

ნი­ნოს მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში ყოფ­ნა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მი­სი ცხოვ­რე­ბის სტი­ლით და საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბით. მომ­ღე­რალს ყო­ველ­თვის ხარის­ხი­ა­ნი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­მო­სი აც­ვი­ა. ნი­ნოს მორ­გე­ბუ­ლი აქვს თა­ვი­სი სტი­ლი, შვე­ნის კლა­სი­კუ­რი სა­მო­სი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, რაც გე­მოვ­ნე­ბით აქვს შე­ხა­მე­ბუ­ლი სა­მოს­ზე.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა თეკლა ტუღუშმა

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება