Sophie Villy- ქართველი მომღერალი, რომელზეც მსოფლიო ლაპარაკობს

Sophie Villy- ქართველი მომღერალი, რომელზეც მსოფლიო ლაპარაკობს

მას სინამდვილეში სოფო ხუციშვილი ჰქვია. თბილისშია დაბადებული, აქვე აიდგა ფეხი, როგორც მუსიკოსმა, თუმცა წლებია, საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწეობს, ძირითადად - უკრაინაში, და წლებია, მასზე, როგორც მსოფლიო დონის მუსიკოსზე ლაპარაკობენ. სამშობლოში კი სოფოს ცოტა თუ იცნობს.

დღეს სოფი ვილი დამოუკიდებელი მომღერალია, თუმცა ერთი პერიოდი თავისივე შექმნილ ჯგუფ ბექსთეიჯში უკრავდა. ჯგუფის დაშლის შემდეგ სოლოკარიერა გააგრძელა და მსოფლიოს უვლის კონცერტებით. როგორც თავად ამბობს, ხუთი წლიდან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა, ათი წლიდან - გიტარაზე, სიმღერებს კი თოთხმეტი წლიდან წერს. პირველი კონცერტი ჩვიდმეტი წლისამ გამართა თბილისის პატარა კლუბში. მაშინ თავის მეგობართან, გიტარისტ ირაკლი მეტრეველთან ერთად უკრავდა. თვრამეტი წლიდან მოღვაწეობს კიევში.

სოფოს წლის განმავლობაში აქვს უამრავი გამოსვლა, ლაივ-კონცერტი, შოუ. მის დატვირთულ გრაფიკში შედის კონცერტები ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, მოსკოვში, კიევში. ხანდახან მშობლიურ საქართველოსაც სტუმრობს და მუსიკის მოყვარულებს სიამოვნებით უზიარებს თავისი სულის ნაწილს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება