ჟერარ დეპარდიეს რუსეთში გეების ადვოკატობა შესთავაზეს

ჟერარ დეპარდიეს რუსეთში გეების ადვოკატობა შესთავაზეს

ცნობილ ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს პარიზის მეოთხე ოლქის მერი, კრისტოფ ჟირარი რუსი ჰომოსექსუალების დაცვას სთხოვს.

ფრანგმა ჩინოვნიკმა მსახიობს წერილი გაუგზავნა, სადაც მას რუსი სექს-უმცირესობების ღიად მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"ყველამ იცის, რომ რუსეთი გიყვარს და ვლადიმერ პუტინს შენი სჯერა. ამიტომაც მოგმართავ", - ნათქვამია წერილში, რომელშიც ფრანგი პოლიტიკოსი რუსეთში მიღებულ არატრადიციული ორიენტაციის პროპაგანდის ამკრძალავ კანონსაც ახსენებს.

"ეს დოკუმენტი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს აიძულებს დაემალონ საზოგადოებას, თითქოს რაიმე სამარცხვინოს ჩადიოდნენ. მართალია, სიტყვა "ჰომოსექსუალი" არ წერია ამ კანონში, მაგრამ თავად პრზიდენტი პუტინი და რუსეთის ელჩი საფრანგეთში საკმაოდ არაოზაროვანნი არიან თავიანთ განმარტებებში", - წერს ფრანგი პოლიტიკოსი და მსახიობს სთხოვს, რუსეთის ხელისუფლების წინაშე ერთგვარი ადვოკატობა გაუწიოს სექს-უმცირესობებს.

"ძვირფასო ჟერარ, შენ უმრავი როლი შეგისრულებია. ახლა კი შეგიძლია პუტინთან ადვოკატობა გაგვიწიო, რისთვისაც შენი მადლიერი ვიქნებით", - ნათქვამია წერილში.

მომზადებულია huffingtonpost.fr-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება